Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

200ბადრიჯანი - არის მსხლის ფორმის გრძელი ნაყოფი, მუქი იისფერი პრიალა ზედაპირით. გავარკვიოთ ხარისხის რომელ თვისებებს მივაქციოთ ყურადღება ამ ბოსტნეულის შეძენისას:

სასურველია ნაყოფი იყოს ქორფა, ამის მაჩვენებელია: გლუვი, პრიალა, მშრალი ზედაპირი,  ხოლო ხელის შეხებით მკვრივი, მწვანე ყუნწით. მოყავისფერო შეფერილობა, ნაოჭიანი ზედაპირი და კანზე მუქი და ღია ლაქების არსებობა მიუთითებს მის სიძველეზე.

კანი თანაბრად უნდა იყოს იისფერი, მწვანე ფერის ჩანართების,  მკვივი და მჭიდრო რბილობი სიცარიელების გარეშე. ნაყოფი უნდა შეიცავდეს მცირე რაოდენობის თესლს, ხოლო ეს უკანასკნელი უნდა იყოს მოუმწიფებელი. მუქი ფერის თესლი გადამწიფებულობის მაჩვენებელია.

ბადრიჯნის  ნაყოფი  ორსქესიანია. უკეთესი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა „მამრობითი“ ნაყოფი, რომელსაც ბოლოზე აქვს მცირე მრგვალი ფორმის ჩაღრმავება, ხოლო „მდედრობითს“ კი - დიდი ზომისა და ოვალური ფორმის. ასევე „მდედრობითი“  ნაყოფი შეიცავს თესლებს დიდი რაოდენობით, რაც სიმწარეს აძლევს მას. ზუსტად იგივე პრინციპით ავარჩიოთ საზამთროც.

სასურველია მძიმე და დიდი ზომის ნაყოფები არ შევიძინოთ. მათში დიდი რაოდენობით არის წყალი.

ბადრიჯანი კარგად ინახება გრილ და ბნელ ადგილზე სახლის პირობებში. დაუშვებელია მისი ჰერმეტულ პირობებში შენახვა. გარემო არ უნდა იყოს მშრალი, რომ ნაყოფი მალე არ გამოშრეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში აუცილებელია შევფუთოთ, მაგალითად ქაღალდში.

მისი შენახვის ოპტიმალური ტემპერატურაა ( 8-10 c◦)  და 90% ტენიანობა. ამ დროს იგი ოთხი კვირის განმავლობაში გაძლებს. ამ ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია, თუ სათითაოდ გავახვევთ ქაღალდში და ზემოდან დავაყრით ნახშირს ან ნაცარს. მაცივარში რეკომენდირებულია ცალკე ინახებოდეს.

ბადრიჯანი შეგვიძლია გავყინოთ, მხოლოდ გაყინვამდე აუცილებელია გაუკეთოთ ბლანშირება. (ერთი, ორი წუთით ჩავუშვათ მარილიან მდუღარე წყალში და ძალიან სწრაფად გავაციოთ ცივ წყალში.) რა თქმა უნდა ბადრიჯანს ყუნწი ამ დროს მოჭრილი უნდა ჰქონდეს. გაციებული ნაყოფი წვრილად უნდა დაიჭრას და მოთავსდეს ჰერმეტულ შეფუთვაში და შემდეგ საყინულეში.