Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ბოლოკი გაზაფხულზე ერთ-ერთ ყველაზე ადრე შემოსულ ბოსტნეულს განეკუთვნება. სწორედ ამ ტიპის ბოსტნეულის შეძენისას გვმართებს ორმაგი სიფრთხილის  გამოჩენა, ვინაიდან შესაძლოა ისინი ნიტრატების  ჭარბ რაოდენობას შეიცავდეს. სასარგებლო,  საღი ბოლოკის კანი,  გლუვი,  თანაბრად შეფერილია და მას ლაქები არა აქვს. ასევე დაუშვებელია მასზე ნახეთქების არსებობა. ფოთლები ბოლოკს ხასხასა მწვანე და წვნიანი  აქვს.


ბოლოკის არჩევისას შევეხოთ მას.  იგი არ უნდა იყოს რბილი. ჭამის წინ ბოლოკს მოვაჭრათ ფოთლები და კუდი, რადგანაც, მავნე ქიმიკატები, მცენარის ამ ნაწილში გროვდება. ასევე ნიტრატების მინიმალურ რაოდენობას შეიცავს მრგვალი ფორმის ბოლოკი.


ბოლოკი უნდა შევინახოთ მაცივარში. მაცივარში მოთავსებამდე სასურველია მოვაჭრათ ფოთლები. თუ მას დავუტოვებთ,  პერიოდულად მისი წყლით დასველება მოგვიწევს. ასეთ პირობეში მისი შენახვის ვადა ორი კვირაა. ზუსტად ანალოგიური შენახვისა და შერჩევის პირობები ახასიათებს თალგამსაც.