Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

კარტოფილი: საკმაოდ პოპულარული ბოსტნეულია და მისი შეძენა შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს. არსებობს მისი სხვადასხა ჯიშები. მთავარი განსხვავება სახამებლის შემცველობაა. რაც უფრო მეტად ყვითელია მისი ტუბერი, მით მეტია მასში სახამებელი. შესაწვავად უკეთესია ნაკლებად სახამებლიანი, მოსახარშად კი სასურველია ის იყოს მეტი (მკაფიოდ ყვითელად შეფერილი).

კარტოფილის არჩევის დროს ყურადღება მიაქციეთ მის გარეგნულ სახეს. ზედაპირი უნდა იყოს თანაბარად გლუვი, ბზარების, ლაქების, წარმონაქმნებისა და სხვა დეფექტების გარეშე. უნდა იყიდოთ სუფთა კარტოფილი, შეფერილობა უნდა იყოს თანაბარი, მკვეთრი მუქიდან ღია შეფერილობისკენ გარდამავალი ფერის გარეშე. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს მწვანე ფერის, ეს მიანიშნებს ტოქსიკური ნივთიერებების სოლონინის არსებობას.

კარტოფილი აუცილებლად უნდა იყოს მყარი და ელასტიური. ხელის დაჭერისას უნდა იგრძნობოდეს მცირეოდენი ხრაშუნი. თუ შეიმჩნევა სირბილე და ტენიანობა, მაშინ ბოსტნეული სავარაუდოდ მოყვანელია სასუქით. ნუ გამოედევნებით მის დიდ ზომებს - ასეთი პროდუქტი ნაკლებად შეიცავს საკვებ ნივთიერებებს და ბადებს ეჭვს მისი სასუქებით მოყვანაზე.

საკმაოდ ხშირია კარტოფილს ტუბერების დაავადება, რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში ხშირად შეუიარაღებელი თვალითაც გაარჩევთ. ქერქის ქვედა ქსოვილი თანდათან მურა ფერს იღებს, უსიამოვნო სუნი აქვს და ალპობს ტუბერებს, განსაკუთრებით საწყობებში. მუქი და მწვანე ლაქიანობა, მურა სიდამპლე, კარტოფილის კიბო - კორძისებური წარმონაქმნი, ხვრელები - ეს გაფუჭების ნიშნებია. რჩევა: გაჭერით თუნდაც ერთი ცალი და დააკვირდით, რომ შიგთავსში არ იყოს არანაირი სიშავეები და სიცარიელე. არ უნდა იყოს დაზიანებული, ყავისფერი ან შავი, არასწორი ფორმის და მკვეთრად გამოხატული საზღვრების მქონე ლაქებით. კარტოფილის ზოგიერთი ჯიშისათვის დამახასიათებელია ჩვეულებრივზე მეტი სიყვითლე, რაც შესაძლებელია იყოს ნიტრატების გამოყენების მანიშნებელი.

ძალიან პოპულარულია ახალი კარტოფილი (მცირედ მოუმწიფებელი). ის ჩამორჩება ვიტამინების რაოდენობით, მაგრამ შეიცავს უფრო ნაკლებ სახამებელს და გამოირჩევა საუკეთესო გემოვნური თვისებებით. ხანგრძლივი შენახვისათვის კი გამოუსადეგარია.

შემოსული კარტოფილს სქელი ქერქი, ზედაპრი გლუვი და რბილი აქვს. მიწის ზწდა ნაწილის კვდომა მაჩვენებელია ბოსტნეულის სრული მომწიფებისა. მოუმწიფებელს კი თხელი და აქერცლილი კანი აქვს. ძალიან ფრთხილად შეარჩიეთ ბოსტნეული ზამთარში. თუ კარტოფილის სველია, შესაძლოა იყოს მოყინული.

როგორ შევინახოთ კარტოფილი:

კარტოფილის შენახვის ვადა დამოკიდებულია მის ჯიშსა და ხარისხზე. აარჩიეთ სქელი კანით, რომელიც ჩვეულებრივ გვხვდება სექტემბერში. გაფუჭებული, დაზიანებული ან დაავადებული ბოსტნეული ხანგრძლივად არ შეინახება. შენახვისათვის საჭიროა სწორად მომზადება. კარტოფილის ტუბერები უნდა გამოაშროთ სათანადოდ (მაგრამ არა მზეზე), მოაშოროთ მიწის ნარჩენები, მაგრამ არ გარეცხოთ.

კარტოფილის შენახვამდე არ უნდა დაგვავიწყდეს, კიდევ ერთხელ მისი გადახარისხება. გამოარჩიეთ მექანიკურად დაზიანებული და დაავადებული ტუბერები, მათი გამოყენება კი საკვებად დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაშინვე მოაშორებთ დაზიანებებს.

კარტოფილი უმჯობესია ინახებოდეს ყუთებში, აგრეთვე არაუმეტეს 1 მეტრის სიმაღლის გროვებად. თუ არ გაქვთ სარდაფი, შეინახეთ ბოსტნეული აივანზე, განჯინაში. იმის გათვალისწინებით რომ თავიდან აიცილოთ ტუბერების მოყინვა. სახლის პირობებში, კარტოფილის ინახება 3 თვემდე. ოპტიმალური პირობებში კი (+2-დან +4 ° C , ტენიანობა - 85%) შენახვის ვადა იზრდება 9 თვემდე.

კარტოფილი ჩვეულებრივ მაცივარშიც ინახება, მაგრამ არა ხანგრძლივად, მაღალი ტენიანობის გამო. ასევე ის იკავებს დიდ ადგილს და ქმნის უხერხულობებს. სასურველია კარტოფილი შეინახოთ პაკეტით.

და ბოლოს რასთან მივირთვათ კარტოფილი:

კარტოფილი შეგიძლიათ დააგემოვნოთ თევზთან, მცენარეულ ზეთებთან, სხვადასხვა ბოსტნეულთან და ხილთან (მაგალითად, ძალიან კარგია მწვანილთან, მჟავე კომბოსტოსთან, ვაშლთან). არარეკომენდირებულია ძალიან ცხიმიან პროდუქტებთან ერთად მისი მირთმევა. ნებისმიერ შემთხვევაში, მეცნიერები და დიეტოლოგები არ გვიჩევენ კარტოფილის გადაჭარბებული რაოდენობით გამოყენებას.