Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

200კიტრი - ზაფხულში ძნელია მოიძიო სუპერმატკეტში ან ბაზრობაზე ადამიანი, რომელიც არ გეგმავს ბოსტნეულის შეძენას. კიტრი, როგორც პომიდორი და კარტოფილი, მსოფლიოში პოპულარულ ბოსტნეულად არის აღიარებული. მას მიირთმევენ ყველგან. გამონაკლისია ის ადამიანები, რომელთაც აქვთ შიში არ მოიწამლონ ნიტრატებით, მაგრამ ამ ტიპის მომხმარებელიც იცვლის აზრს, როდესაც შეუძლია კიტრის ხარისხის განსაზღვრა.

მაშასადამე, კიტრის ამორჩევისას მიაქციეთ ყურადღება, რომ ის არ იყოს რბილი, ძალზედ დიდი ზომის და მოღუნული. ნაყოფის შეფერილობა უნდა იყოს თანაბარი, მწვანე ან მუქი მწვანე ჯიშის მიხედვით. თუ კიტრი გაყვითლებულია, ეს შეიძლება ნიტრატების შემცველობის მაჩვენებელი აღმოჩნდეს. ყუნწი უნდა იყოს ნედლი და მაგარი. ხარისხიანი კიტრი უნდა იყოს არომატული და ხრაშუნა.

კიტრი სახეობების მიხედვით, შეიძლება იყოს გლუვი ან  ხორკლიანი. ეს უკანასკნელი, უფრო გემრიელია. კიტრი შავი ხორკლებით გამოიყენება მარინადის მოსამზადებლად. (ანუ დასამჟავებლად) ხოლო თეთრი ხორკლებიანი კიტრი უმჯობესია მოვიხმაროთ ნედლად.

თუ კიტრს მწარე გემო აქვს, ეს ჯანმრთელობისათვის საზიანო არ არის. სიმწარე გამოწვეულია გარემოს მაღალი ან დაბალი ტემპერატურით და არასაკმარისი მორწყვით. ამ დროს, ნაყოფში გამომუშავდება ნივთიერება კუკურბიტაცინი, რომელიც შხამს არ წარმოადგენს.

გაითვალისწინეთ კიდევ ერთი ნიუანსი: კიტრში თესლის არარსებობა არასასურველი ნიშანია.

დამატებითი უსაფრთხოებისათვის ჭამის წინ გათალეთ კიტრი და მოაჭერით ორივე ბოლო, ვინაიდან ნიტრატები კონცენტრირებულია ძირითადად მის ზედაპირზე.
ჩვეულებრივ კიტრი უნდა შეინახოთ ბნელ და მშრალ ადგილას. ახალი კიტრი ხუთი დღის განმავლობაში კარგად ინახება. შესაძლებელია მისი შენახვა მაცივარშიც, მხოლოდ არახანგრძლივად. ვინაიდან სამი დღე-ღამის შემდეგ შესაძლებელია კიტრმა დაიწყოს ლპობა, დიდი რაოდენობით ტენის შემცველობის გამო. მაცივარში ეს ბოსტნეული ინახება მისთვის გამოყოფილ ადგილას, ქაღალდში შეხვეული.

ხელოვნურად შეგვიძლია გავზარდოთ კიტრის შენახვის ვადა: ამისათვის გარედან უნდა წავუსვათ კვერცხის ცილა ან ყუნწით მოვათავსოთ წყლიან ჭურჭელში როგორც ყვავილი და მუდმივად ვუცვალოთ წყალი. არ შეიძლება კიტრის ვაშლთან ერთად შენახვა და საერთოდ ნაყოფი უნდა დავიცვათ გამოშრობისაგან.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, მაქსიმალური დრო კიტრის შენახვისა შეადგენს სამ კვირას. 5-6 გრადუსი ცელსიუსი და ტენიანობის 90 % პირობებში, ქაღალდში. გაითვალისწინეთ, რომ ეს ბოსტნეული მგრძნობიარეა დაბალი ტემპერატურის მიმართ.

რაც შეეხება მის დიდხანს შენახვას, ამისათვის გამოსაყენებელია, დამარილებისა და დაკონსერვების ტექნოლოგია. ამ მდგომარეობაში კიტრი დიდხანს ინარჩუნებს ხარისხს.