Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ლობიო - ხარისხიანი პარკოსნების არჩევა არც თუ იოლი საქმეა. პირველ რიგში მიაქციეთ ყურადღება გარეგნულ იერ-სახეს. დავიწყოთ იმით, რომ ეს საკები პროდუქტი პარკოსანი მცენარის თესლს წარმოადგენს. საკვებად მოსახმარია მათი მწვანე პარკები ან ხმელი თესლი. ხმელ პროდუქტში ყურადღება მივაქციოთ მის ზომასა და ერთგვაროვნებას. ზომა რაც შეიძლება თანაბარი უნდა იყოს, ხოლო შეფერილობა კი, ერთი სახის. თესლი უნდა იყოს დაუზიანებელი.    ხარისხიანი პროდუქტი გლუვი და ხასხასა შეფერილობისაა  და კანზე არა აქვს ლაქები.

გაითვალისწინეთ, რომ ხშირად მავნე მწერები აზიანებენ მათ. თუ პარკოსნების შეძენა ნედლი სახით გადავწყვიტეთ, მაშინ შეამოწმეთ, ხელით მოღუნვისას პარკები არ უნდა იმტვრეოდეს და იხსნებოდეს. ეს იმის მიმანიშნებელია რომ, ზომაზე მეტადაა მწიფე. უფრო გემრიელი და სასარგებლოა ქორფა მწვანე პროდუქტი.  იგი ვიტამინებსაც უფრო მეტი რაოდენობით შეიცავს და არა აქვს უხეში ბოჭკო. ყველაზე პოპულარული პარკოსნებია: ბარდა, ლობიო, ოსპი, სოიო. საინტერესოა ისიც, რომ არაქისი ამ ოჯახის მცენარეებს მიეკუთვნება, თუმცა ჩვენ მას მოვიაზრებთ კაკლოვანთა ოჯახში.

პარკოსნების ხარისხი ბევრად დამოკიდებულია მისი შენახვის პირობებზე. ისინი ყოველთვის სიმშრალეში უნდა ინახებოდეს.  შეძენის შემდეგ (კარგად გამომშრალი, ხმელი) მაგ, ლობიო მოვათავსოთ ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში(ქილებში) და შევინახოთ გრილ და ბნელ ადგილზე.

ამგვარად შენახული ლობიო ნახევარი წელი ინარჩუნებს ყველა სასარგებლო ნივთიერებას და აღმოცენების უნარს.  თუ ყიდულობთ მწვანე,  ნედლ ბოსტნეულს, მისი შენახვა მხოლოდ ორი კვირაა შესაძლებელი. ისიც მაცივრის პირობებში,  თუ მოვათავსებთ გაურეცხავ ბოსტნეულს დაჩხვლეტილი პაკეტით. უფრო მეტი დროით, ნედლი პარკოსნების შენახვა შესაძლებელია თუ მას გავყინავთ. კარგად გარეცხილი პარკები, მცირე ხნით ორთქლში მოვათავსოთ, ან ბლანშირება გაუკეთოთ სამი წუთის განმავლობაში,  რათა მოხდეს ნაყოფში არსებული მიკრობების გაუნებელყოფა. შემდეგ აუცილებელია გავაშროთ, მოვათავსოთ რაიმე ჭურჭელში და შევინახოთ საყინულე კამერაში.