Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

მწვანე ხახვი – გირჩევთ შეუცვლელ და ძალიან სასარგებლო პროდუქტს.

მწვანე ხახვის ყიდვისას უნდა იცოდეთ, რომ უკეთესია მუქი მწვანე შეფერილობის ფოთლები, მკვრივი თეთრი თავით. როგორც წესი, რაც უფრო მუქია მით უფრო მწარეა ფოთლები. ზომასაც აქვს მნიშვნელობა - არ გირჩევთ განსაკუთრებულად დიდი ზომების შერჩევას.

ყურადღებით დააკვირდით მწვანე ხახვის ფოთლებს - ის არ უნდა ლორწოვანი, თეთრი ნადებით და გამომშრალი (განსაკუთრებით კალმის წვერზე). ამ არაჩვეულებრივი ბოსტნეულის ღერო უნდა იყოს გლუვი და დაუზიანებელი. მომჭკნარი და გაყვითლებული ფოთლები, შეიძლება დაავადების ნიშანი იყოს.

უნდა იცოდეთ მწვანე ხახვის შენახვაც. ის შესანიშნავად ინახება მაცივარში, სასურველია მოათავსოთ ცალკე კონტეინერში. ხმარების წინ რეკომენდირებულია წყლის გავლება და გაშრობა. არ გირჩევთ გაჭრილი ხახვის შენახვას. უნდა იცოდეთ, რომ მწვანე ხახვი დიდხანს არ ინახება, გარდა დაჭკნობისა, პროდუქტი სასარგებლო თვისებებსაც კარგავს.

ძალიან მარტივი და სასარგებლოა მწვანე ხახვის გაშრობა და ისე შენახვა, ვინაიდან მშრალი ფორმით ის კარგად ინარჩუნებს C ვიტამინს.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი:

მწვანე ხახვის ფოთლებში გაცილებით მეტი ვიტამინია, ვიდრე თავად ბოლქვში. მწვანე ხახვი არაჩვეულებრივი საშუალებაა ვიტამინების მარაგის შესავსებად, C ვიტამინის შემცველობა მწვანე ხახვში 2–ჯერ მეტია, ვიდრე ფორთოხალში, 4–ჯერ მეტი ვიდრე ვაშლში და 6–ჯერ მეტი ვიდრე კარტოფილში. მწვანე ხახვის ფურცლებში შედის კაროტინი და B ჯგუფის ვიტამინები. ხახვის ფოჩებში არის ასევე ქლოროფილი, რაც სისხლის რეპროდუქციას უწყობს ხელს.

სახლის პირობებში, სამზარეულოში ან ფანჯარაზე მოყვანილი მწვანე ხახვი მცირედ თუ ჩამორჩება სათბურში ან ბაღში გაზრდილ მცენარეს სასარგებლო თვისებებით.

ხასხასა მწვანე ფერი, განსაკუთრებული არომატი, უნიკალური გემო, რომელიც ნებისმიერ კერძს დამატებით მომხიბლავობას მატებს და აღძრავს მადას – ყოველივე ეს იმ ეთერზეთების წყალობაა, რომელსაც უხვად შეიცავს ეს ბოსტნეული. ამიტომ, როდესაც თქვენ ირჩევთ მწვანე ხახვს ყურადღება მიაქციეთ მის ფერს, ფოთლებისა და ღეროს სისუთავეს, თამამად შეგიძლიათ დააგემოვნოთ კიდეც.