Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ნიორი - ნიორის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის შემდეგ პარამეტრებს: იგი უნდა იყოს მშრალი, ახალი და მწიფე. ნიორის თავი უნდა იყოს მსხვილი და მკვრივი კბილებით. შეამოწმეთ პროდუქტი სიმწიფეზე (ხომ არ არის ის დროზე ადრე დაკრეფილი) ხელის შეხებით. ნივრის შენახვა მაცივარში არაა რეკომენდირებული. იგი ინახება 15-20◦c ტემპერატურაზე, მშრალ და ბნელ ადგილას, ოთახში, სადაც ხდება მისი განიავება. (მაგ: სახლის აივანზე ან სარდაფში) ხანგრძლივად შესანახად, ნივრის თავები უნდა გამოვაშროთ ქაღალდით ან ღუმელში, ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 40◦c.

ნიორი არამარტო კლავს ვირუსებს, არამედ ებრძვის სხვადასხვა მწერებს და მიკროორგანიზმებს. მისი ეს სასარგებლო თვისება გამოიყენება სხვადასხვა პროდუქტების შესანახად (მაგ: მარცვლეულში და ფქვილში აწყობენ ნივრის კბილებს).