Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

200პომიდორი - არის ბოსტნეული, რომელიც ჯანმრთელობისათვის ძალიან სასარგებლოა და გააჩნია სასიამოვნო გემოვნური თვისებები. ყიდვისას რომ სწორედ შევარჩით პომიდორი, საჭიროა გამოვიყენოთ ჩვენი ბუნებრივი არსენალი - მხედველობა, ყნოსვა და შეხება.

პომიდორი გვხვდება მკვეთრი წითელი, თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი და ა. შ. კვებითი ღირებულება თითქმის ყველა პომიდორს ერთნაირი აქვს, მაგრამ ალერგიული ადამიანებისთვის უკეთესია ნაკლებად წითლად შეფერილი ნაყოფი. შეძენისას კარგად დაათვალიერეთ ყუნწის მიდამო. ახლად დაკრეფილი პამიდვრის ყუნწი უნდა იყოს მკვეთრი მწვანე და ნედლი, წინააღმდეგ შემთხვევაში პამიდორი არის დამწიფებული დაკრეფის შემდეგ.

 

თუ არის საშუალება, სასურველია შეძენის დროს ვნახოთ გაჭრილი პომიდვრის ნაყოფი. ხარისხიანი პომიდორი უნდა იყოს თეთრი ჩანართების გარეშე, სავსე წვნიანი შიგთავსით.რაც ცოტა თესლი აქვს ნაყოფს, მით უფრო გემრიელია იგი და ნაკლებად ზიანდება ტრანსპორტირებისას.

აუცილებლად ხელით მოსინჯეთ ნაყოფი, კარგი, ხარისხიანი და სასარგებლო პომიდორი უნდა იყოს მწიფე და შეიცავდეს რაც შეიძლება მცირე რაოდენობის ნიტრატებს. თუ ნაყოფი ძალიან რბილია, მაშინ ის გადამწიფებულია, ხოლო თუ მაგარია, არ არის დამწიფებული. სქელკანიანი პომიდორი სავარაუდოდ ნიტატებით არის მოყვანილი.

სუნი, სიახლისა და სიმწიფის კარგი მაჩვენებელია. მწიფე პომიდორს ყოველთვის სასიამოვნო სუნი აქვს, ხოლო დაუმწიფებელს სუნი ან საერთოდ არ აქვს, ან აქვს ძალიან სუსტი არომატი.

თუ გინდათ პომიდორი კარგად შეინახოთ, იყიდეთ იგი ყუნწებიანად. ზაფხულში შეიძინეთ გრუნტში მოყვანილი პომიდორი. წლის სხვა სეზონზე პომიდვრის შეძენისას, გამოიჩინეთ ორმაგად უფრო მეტი სიფრთხილე.

როგორ შევინახოთ პომიდორი

ოთახის ტემპერატურაზე ისეთი ნაზი ბოსტნეული, როგორიც პამიდორია დიდხანს არ ინახება. თუ პომიდორს სიმწიფე არ აკლია, მისი ზღვრული შენახვის ვადა არის სამი დღე.

ოჯახურ პირობებში მისი შენახვის ვადა შეიძლება გავზარდოთ ერთ კვირამდე მაცივარში მოთავსებით.

თუ დიდი რაოდენობით პომიდვრის შენახვაა საჭირო, უნდა გამოვიყენოთ მუყაოსა და ხის ყუთები, რომელშიც უნდა იყოს ნახერხი ან მისი შემცვლელი თივა.

სასარგებლო რჩევა: პატარა ზომის პომიდორი ინახება უკეთესად.

საინტერესოა:

ბიოლოგიურად პომიდორი (ტომატი) ითვლება ხილად და არა ბოსტნეულად. უფრო სწორად, იგი კენკრაა. ბოსტნეულს მიაკუთვნებენ იმის გამო, რომ იგი მოყვანილია ბოსტანში და სუფრაზე ბოსტნეულთან და ხორცთან ერთად მიაქვთ.

პომიდორი ითვლება ყველაზე პოპულარულ კვების პროდუქტად. მსოფლიოში 60 მლნ. ტონა პამიდორი მოჰყავთ, რაც ბევრად აღემატება მაგალითად ბანანსა და ვაშლს. მის წარმოებაში ლიდერი ქვეყანაა - ჩინეთი.(16%)