Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ყაბაყი: ყიდვისას შევარჩიოთ ქორფა ნაყოფი. უმჯობესია, მას ცოტა აკლდეს მომწიფება, ვიდრე იყოს გადამწიფებული. დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 8სმ-ს. ხელით მოსინჯეთ ზედაპირი -  ყაბაყი უნდა იყოს ძალიან ნაზი, ნახეთქების გარეშე.  სიახლის მაჩვენებელია, თუ იგი ადვილად იჩხვლიტება ფრჩხილით.

სხვა ბაღჩეული კულტურებისგან განსხვავებით, ყუნწი უნდა იყოს მწვანე და ნედლი. მოყვარულმა მყიდველმა იცის, რომ პატარა ზომისა და ქორფა ყაბაყი უფრო გემრიელია. კანი უნდა იყოს თხელი და ნაზი (უხეში და სქელი კანი აქვს ზამთრის ჯიშებს) მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ თავად ნაყოფი უნდა იყოს მძიმე და მკვრივი. ევროპაში პოპულარულია ყაბახის ჯიში ე.წ.  - ცუკინი. ეს უკანასკნელი ყაბაყისგან გასხვავდება ფორმითა და შეფერილობით. მას ძირითადად ყვითელი და მუქი მწვანე შეფერილობა აქვს.    

ყაბაყი კარგად ინახება 0-5 ◦c ტემპერატურაზე 85% ტენიანობის პირობებში ორი კვირა. პრინციპში შესაძლებელია მეტიც, მხოლოდ ამ შემთხვევაში, იგი კარგავს სასარგებლო ნივთიერებებს. მაცივარში უნდა მოთავსდეს ღია მოცულობაში, ან გრილ და მშრალ სარდაფში. ყაბაყის შენახვა შესაძლებელია სხვადასხვა წესითა და სახით. მისი გაყინვა ორგვარად შეიძლება: მსხვილ სახეხზე გახეხილი (ზედმეტი ტენის მოსაშორებლად), ან დაჭრილი პატარა ნაწილებად.