Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ჭარხალი ძალიან სასარგებლო საკვები პროდუქტია. ყიდვისას სწორად რომ შევარჩიოთ იგი, ყურადღება უნდა მივაქციოთ ძირქვენების ხარიხისხს (სტაფილო, ბოლოკი, ნიახური და სხვა) მახასიათებელ ნიშნებს.

ჭარხლის კანი უნდა იყოს თანაბარი, ნახეთქების, ხორკლების და სხვა დეფექტების გარეშე. შიგთავსი ერთგვაროვანი, არ უნდა შეიცავდეს სიცარიელეს და ცალკეულ მკვრივ ჩანართებს და ლაქებს. თუ ყუნწთან მწვანე ყლორტები აქვს, ეს ნიშნავს რომ ნაყოფი ქორფაა.

გირჩევთ არ შეიძინოთ  ღია შეფერილობის და მსხვილი თავები, ამ ჯიშის ჭარხალს  ცხოველების საკვებად გამოიყენებენ.

შენახვამდე ჭარხალი კარგად გამოვაშროთ და დავუტოვოთ  ყუნწი დაახლოებით 2 სმ-მდე, ვინაიდან იგი იზიდავს სინესტეს. ამ პირობების სწორად დაცვის შემთხვევაში, მისი შენახვის ვადაა ერთი წელიწადი.

იგი კარგად ინახება გრილ და კარგად განიავებულ სარდაფში - ყუთებში ან გროვებად. დასაშვებია აგრეთვე ნესტიან ქვიშაში. ყურადღება უნდა მიექცეს  გაფუჭებული და გაღივებული თავების დროულად მოცილებას.

შენახვის ოპტიმალური ტემპერატურაა - 0-4 ◦c ტენიანობა - 90%. თუ გადაწყვიტავთ მის შენახვას მაცივარში, მოათავსეთ წინასწარ დაჩხვლეტილ პაკეტში. ამგვარად  ჭარხალი 20 დღე ინახება, ხოლო ჩვეულებრივ ოთახის ტემპერატურაზე - ერთი კვირის განმავლობაში.

შენახვისათვის საჭიროა ამოვარჩიოთ მცირე ზომის თავები, რადგანაც დიდი ზომის ნაყოფი უფრო ადვილად ფუჭებადია.