Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

200ხახვი: შერჩევისას, ყურადღება მიაქციეთ ბოლქვის სიმტკიცეს. სცადეთ ხელით მოსინჯოთ: ხრაშუნის ხმა კარგი ნიშანია. ყურადღებით დაათვალიერეთ ბოსტნეული - მას არ უნდა ჰქონდეს არანაირი ლაქა. ბოლქვის მშრალი კანი კარგი ხარისხის მაჩვენებელია.

თავიანი ხახვის ფერი შესაძლებელია დამოკიდებული იყოს მის სხვადასხვა სახეობაზე. საერთოდ ღია ფერის ბოლქვებს, ნაკლებად მკვეთრი, გამაღიზიანებელი სუნი აქვთ. თუ ირჩევთ ყვითელ თავიანებს შეეცადეთ აირჩიოთ ოქროსფერი საფარველით.

ხახვის ზომა, ისევე როგორც ნებისმიერი ბოსტნეულის, არ უნდა იყოს დიდი, რადგან მისი შიგთავსის ფურცლებში გროვდება დიდი რაოდენობით ტენი, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს პროდუქტის ხარისხზე. გემო კი შეიძლება ჰქონდეს არაბუნებრივად ტკბილი.

არ გირჩევთ აღმოცენებული ხახვის შეძენას - ეს მის არასწორ შენახვაზე მიუთითებს.

 

თავიანი ხახვის შენახვა

ხახვს, ისევე როგორც ნიორს ფოჩებით წნავენ და კიდებენ გრილ და მშრალ ადგილას, საკუჭნაოში ან სხვენზე, სადაც ტემპერატურა 18-24 ⁰с აღწევს. მაგრამ თუ ასეთი
შესაძლებლობა არ გაქვთ ან ეს გიქმნით უხერხულობებს, მოათავსეთ მშრალ ყუთში ან კალათაში. ნებისმიერ შემთხვევაში , მნიშვნელოვანია ბოლქვის კარგად გამოშრობა და სივრცის განიავება.

ყინვაში, ხახვის აივანზე შენახვა შესაძლებელია მხოლოდ ერთი პირობით, თუ შეფუთავთ თბილი საფენებით. მეტად მნიშვნელოვანია ავაცილოთ ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება. თავდაპირველად შესაძლებელია შესანახად გამოიყენოთ მაცივარიც.

ძალიან ცუდად ინახება დაჭრილი ბოლქვი, მაგრამ არსებობს ერთი გამოსავალი - შეგიძლიათ მოაყაროთ მარილი ან გააჯეროთ რომელიმე ცხიმით.

სასურველია იცოდეთ, რომ ხახვის შენახვა დამოკიდებულია მის მძაფრ არომატზე.