Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

სიმინდი - სიმინდის შეძენისას უნდა მივაქციოთ ყურადღება რომ სიმინდი იყოს ნედლი, ანუ ის უნდა იყოს რძისებრი სიმწიფის ფაზაში. ამ მდგომარეობაში ის ყველაზე გემრიელი და ადვილად მოსამზადებელია. მივაქციოთ ყურადღება, იმას რომ მარცვლები არ იყოს გაფუჭებული, ფოთლები იყოს ხასხასა მწვანე და სიმინდის ულვაში ნედლი.

თუ ტაროს წვერზე შეამჩნევთ მატლს, იგი უნდა მოვაშოროთ და მშვიდად მივირთვათ. რადგან ეს მიმანიშნებელია, იმისა რომ ტარო მოყვანილია პესტიციდების (ნიტრატების) გარეშე. ნედლი სიმინდი დიდი რაოდენობით შეიცავს შაქრებს, მაგრამ ძალიან მალე ის გადადის სახამებელში, ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა მოვამზადოთ. გარედან არსებული მწვანე ფოთლები (ფუჩეჩი) დიდხანს უნარჩუნებს ტაროს სინესტეს, ამიტომ მისი მოცილება სასურველია მისი მომზადების წინ. მისი შენახვა სასურველია მაცივრის კამერაში, არაუმეტეს ორი დღისა. თუ გვინდა რომ სიმინდის მარცვლები უფრო ხანგრძლივად შევინახოთ, ან გავყინოთ, ან დავაკონსერვოთ. ასევე შესაძლებელია მისი გამოშრობა.

სიმინდის სამშობლოა ამერიკა, კერძოდ მექსიკა. მასში ძალიან ბევრ სასარგებლო ნივთიერებებთან ერთად გვხვდება ოქრო, მიკრო დოზებით, რაც ძალზედ სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისათვის.