Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

გმო - დღევანდელმა ცივილიზაციამ, ტექნიკურმა პროგრესმა და ყოველმხრივ განვითარებამ მოგვიტანა კაცობრიობას არამარტო სარგებელი, არამედ შეგვიქმნა საშიში ტენდენციები. ერთ-ერთი მათგანია: გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების (გმო) შექმნა.

გმო - უბრალოდ რომ ვთქვათ, ეს არის კვების პროდუქტი, რომელიც მიღებულია გენური ინჟინერიის შედეგად, ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომ პროდუქტი იძენს უფრო მეტ შეგუებულობას გარემომცველ სამყაროსთან. ისინი არ საჭიროებენ პესტიციდებს, მოსავლიანობა იზრდება, ამით იაფდება პროდუქტი და საბოლოოდ კაცობრიობას შიმშილისაგან იცავს. ამ ტიპის პროდუქტი უკეთესად ინახება და ეს კიდევ მისი ერთი დადებითი მხარეა.

გმო - მოცემულ მომენტში ე. წ. „შავი “ ყუთია. არავინ იცის, როგორ მივიღოთ და რა მოქმედებას ახდენს იგი საბოლოოდ ადამიანის ორგანიზმზე. ბევრი მეცნიერი წარმოადგენს გამოკვლევის შედეგებს, რომლებიც გვიჩვენებს, რომ გმო პროდუქტი ნეგატიურად მოქმედებს საცდელი ცხოველის ორგანიზმზე.

გმო - ეს სიკეთეა თუ საზიანო, ფილოსოფიური კატეგორიის შეკითხვაა. კატეგორიულად არავის შეუძლია პასუხი გაგვცეს მასზე. აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ადამიანი თუ რომელი მხრიდან შეხედავს საკითხს. შეუძლია კი კაცობრიობას ამ მიღწევიდან აიღოს უფრო მეტი დადებითი, ვიდრე უარყოფითი? შეუძლია თუ არა საღ აზრს გაიმარჯვოს სიძულვილსა და სიძუნწეზე? მხოლოდ ერთია ცხადი, რომ გმო-ს გარეშე კაცობრიობა შეძლებს კი არსებობას?

წინააღმდეგ შემთხვევაში მას ემუქრება საკვების დეფიციტი, შიმშილი, ომები და შესაძლებელია სამყაროს დასასრულიც კი.
თუ თქვენ საბოლოოდ გადაწყვიტეთ, რომ უარი თქვათ გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენებაზე, მაშინ უარი უნდა თქვათ, ბაზარსა და სუპერმარკეტებში პროდუქტის შეძენაზე. წარწერა ეტიკეტზე „არ შეიცავს გმო“-ს თითქმის ყველგან გვხვდება. სამწუხაროდ იგი უმეტესწილად სინამდვილეს არ შეესაბამება.

სუფთა ბუნებრივი და ნატურალური პროდუქტი, გარანტირებულად შეგვიძლია მოვიპოვოთ საკუთარ კარმიდამოში ან ტყეში. მთელი ასი პროცენტით მისი გამორიცხვა საკვები რაციონიდან პრაქტიკულად შეუძლებელია. რომ გავარკვიოთ ესა თუ ის კვების პროდუქტი არის თუ არა გენმოდიფიცირებული, უნდა ჩატარდეს სპეციალური ლაბორატორიული კვლევა. ამ ტიპის ლაბორატორიები კი თითზე ჩამოსათვლელია. როგორც წესი, მიმზიდველი გარეგნობის ნაყოფი, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი დეფექტი არ გააჩნია და ტყუპის ცალივით გავს ერთმანეთს, საეჭვოა გმო-ს შემცველობაზე. თუმცა ასეთივე მსგავსი პროდუქტი, შესაძლებელია მოყვანილი იყოს სასუქის, პესტიციდების და საკვები დანამატების გამოყენებით. ეს უკანასკნელი, რათქმაუნდა ცუდია, თუ არა უარესი.

ყველაზე უფრო გავრცელებული გმო პროდუქტებია: სოიო, სიმინდი, კარტოფილი, პომიდორი, ხორც-პროდუქტები, პურ-ფუნთუშეული, თევზეული და საკონდიტრო ნაწარმი. ხშირად ამის მიზეზი არის მცენარეული ცილის დანამატი და საკვები დანამატები მიღებული გმო პროდუქტებისაგან.

სპეციალისტები: დიეტოლოგები, ექიმები, ფსიქოლოგები გვირჩევენ გავთავისუფლდეთ გმო ფობიისაგან და ვიზრუნოთ სწორ, ბალანსირებულ კვებაზე.