Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

არსებობს გმო-ს დეტექციის რამოდენიმე მეთოდი. მიუხედავად იმისა თუ რომელი ფირმის მიერ მოწოდებულ რეაქტივების ნაკრებს (ეგრეთ წოდებული „კიტი“) და ანალიზის მსვლელობის პროცედურას გამოიყენებთ, ყველა შემთხვევაში საჭიროა გარკვეული ეტაპების გავლა (იხილეთ სქემა # 1):
•    ნიმუშის აღება და მომზადება;
•    ნიმუშიდან საკვლევი ობიექტის (დნმ-ს ან ცილის) ექსტრაქცია;
•    საკვლევი ობიექტის ანალიზი (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ან იმუნო-ფერმენტული ანალიზი);
•    მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია.
საკვლევი ობიექტის გენმოდიფიცირებულობაზე ანალიზის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ეტაპი, თავის მხრივე იყოფა რამოდენიმე ქვე ეტაპად, იმისდა მიხედვით თუ რა სახის ინფორმაციას ვეძებთ. მაგალითად, თუ გავინტერესებს მხოლოდ ის თუ ობიექტი შეიცავს თუ არა გმო-ორგანიზმებს, ან მათგან წარმოებულ პროდუქტებს, საკმარისია ეგრეთ წოდებული - სკრინინგ მეთდი რომელიც ხორციელდება გმო სპეციფიკური უბნების/მარკერების დეტექციით (იხილეთ სქემა # 2). მათ შორის ყველაზე პოპულარულია:
P35S - პრომოტორი რომელიც მიღებულია ყვავილოვანი კომბოსტოს მოზაიკური ვირუსიდან (Cauliflower Mosaic Virus (CaMV));
TNOS - ტერმინატორი რომელიც მიღებულია ბაქტერია - Agrobacterium tumefaciens-დან.
P34S - პრომოტორი რომელიც მიღებულია შავწამალას მოზაიკური ვირუსიდან (Figwort Mosaic Virus (FMV));
აღნიშნული მარკერები თითქმის ყველა გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებში გვხვდება.
იმ შემთხვევაში თუ ჩვენი კვლევის მიზანია კონკრეტული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის დეტექცია, საჭიროა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის შემდგომ ქვე ეტაპზე გადასვლა, რომელსაც თვისობრივი ანალიზი ეწოდება. ამ დროს ხდება საკვლევ ნიმუში კონკრეტული გენმოდიფიცირებული ორგანიზმისათვის დამახასიათებელი უბნების/მარკერების დეტექცია. აღნიშნული მარკერები შეიძლება იყოს: ტრანსგენის მარეგულირებელი სტრუქტურის სპეციფიკური ან/და კონკრეტული ორგანიზმის ტრანსგნ-სპეციფიკური ანუ “მოვლენა სპეციფიკური”  (იხილეთ სქემა # 2).
კვლევის შემდგომი ეტაპი, ეგრედ წოდებული რაოდენობრივი ანალიზი, წარმოადგენს თვისობრივი ანალიზით გამოვლენილი კონკრეტული გმო-ს რაოდენობრივი წილის დადგენა საკვლევ ნიმუში. აღნიშნული ეტაპის განხორციელებისათვის აუცილებელია პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია რეალურ დროში (პჯრ - რეალურ დროში) მეთოდის გამოყენება.
გენმოდიფიცირებული ორგანიზმების როგორც სკრინინგის, ასევე თვისობრივი და რაოდენობრივი ანალიზის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდი წარმოადგენს საკმაოდ ზუსტ და მგრძნობიარე მეთოდს. როგორც ზემოდ ავღნიშნეთ, იგი ეფუძნება გმო სპეციფიკური დნმ-ის უბნის (სპეციფიკური მარკერი, პრომოტორი ან/და ტერმინატორი) ან თვითონ მოდიფიცირებული გენის დეტქციას საკვლევ ობიექტში.

სქემა #1. მცენარეული წარმოშობის გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველი პროდუქტების ტესტირების ზოგადი სქემა.

სქემა #2. მცენარეული წარმოშობის გენმოდიფიცირებული ორგანიზმების საიდენტიფიკაციო უბნების ზოგადი სქემა.