Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

თევზი

ცოცხალი თევზი - თვითონ სახელწოდება „ცოცხალი თევზი“ მიგვანიშნებს მთავარზე, მივაქციოთ ყურადღება მის სიახლეს. იგი უნდა იყოს ყველა მონაცემებით - სუნით, გარეგნული იერით, გამოშვების თარიღით ახალი. არსებობს სიახლის დადგენის მრავალი მეთოდი. თუმცა გამორიცხული არ არის მომხმარებლის მოტყუებაც, როდესაც გალღობილ თევზს გვთავაზობენ როგორც ახალს. თევზის სიახლის დადგენისას საყურადღებოა მისი ქერცლი, მუცელი, თავი( თვალები და ლაყუჩები) და მისი კუნთები.

დაწვრილებით...

დამარილებული თევზი - შესანიშნავი დამატებითი კვების პროდუქტია სხვა საკვებთან ერთად. იგი მრავალფეროვანია: სელდი, კილკა, ქაშაყი, ხამსა და სხვა. აუცილებელია ვიცოდეთ რამოდენიმე ნიუანსი, ამ ტიპის პროდუქტის ხარისხის გარკვევისას. მათ გარე კანს არ უნდა ჰქონდეს მექანიკური დეფექტი, ლორწო, სიყვითლე (ცხიმის დაჟანგვის მაჩვენებელია), შეფერილობა უნდა იყოს თანაბარი, მუქი ლაქების გარეშე. შეხებით სხეული ზომიერად მკვრივია.

დაწვრილებით...

გაყინული თევზი - თევზის ხანგრძლივად შენახვის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა გაყინვა. ამის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს შორეული ქვეყნების, ოკეანეებისა და ზღვის თევზი, რომლის ხარისხი თითქმის არ ჩამოუვარდება ახალს. თუმცა ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორა იგი გაყინული, რამდენ ხანს ინახებოდა და როგორ მოხდა მისი გალღვობა. გაყინულ თევზში უფრო ძნელია ხარისხის განსაზღვრა, ვიდრე ახალში. უნდა ვიცოდეთ ძირითადი საშიშროებები და მოტყუების ის ხერხები, რომელიც მწარმოებლის მიერ არის მოფიქრებული.

დაწვრილებით...

კიბოსნაირები - დელიკატესებს მიეკუთვნება, ვინაიდან მათ ბაკანსა და მარწუხებს ქვემოთ მეტად ფასეული და ძალიან გემრიელი ხორცია მოთავსებული. მათი ხორცი უნიკალურია, როგორც გემოვნებით, ასევე სასარგებლო თვისებებით და კარგად ეხამება ნებისმიერ სასმელსა და სხვა საკვებ პროდუქტებს. მათი ხორცი შეიცავს ცილებს, შეუცვლელ ამინომჟავებს, ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს და ცხიმების მინიმალურ რაოდენობას. კიბოსნაირებს მიეკუთვნება კიბორჩხალა, კრევეტები, მდინარის კიბო, ლანგუსტი, ომარი ანუ ლობსტერი. ყიდვის დროს აუცილებელია ვიცოდეთ როგორ განვსაზღვროთ მათი ხარისხი და ისე გავაკეთოთ ჩვენი შენაძენი.

დაწვრილებით...

შებოლილი თევზი - თუ გადაწყვიტეთ შეიძინოთ, დაინტერესდით რა წესით იქნა იგი შებოლილი, ცივად თუ ცხლად. მათ შორის განსხვავება მდგომარეობს მომზადების დროში და მარილის შემცველობაში. თუ თევზი უფრო მარილიანია, უკეთესად გამომშრალი და მკვრივი, იგი ცივად შებოლილია. ცხლად შებოლვა გაცილებით ჩქარა მიმდინარეობს, და ასეთი წესით შებოლილი თევზი უფრო რბილი, ნაზი, არომატული და ნაკლებ მარილიანია.

დაწვრილებით...

მოლუსკები (რბილტანიანები) - წარმოადგენს უმარტივეს უხერხემლო ცხოველებს, რომელთა ხორცი დაბალ- კალორიული და ძალზედ სასარგებლო პროდუქტია (იგი მდიდარია რკინით, მარგანეცით, ფოსფორით, ვიტამინი B12 და ა.შ.) მათ მიეკუთვნება კალმარები, მიდიები, ლოკოკინა, ზღვის ყურები, რვაფეხები, ხამანცკები და ა. შ. ყველაზე ხშირად ისინი გაყინულ და დაკონსერვებულ მდგომარეობაში იყიდება.

დაწვრილებით...

ხიზილალა - ეს ძვირადღირებული პროდუქტი ბევრისთვის მხოლოდ სადღესასწაულო, სამაგიდო პროდუქტად მიიჩნევა. ვინაიდან დღესდღეობით იგი ფუფუნებაა.
იგი იმ საკვებ პროდუქტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ყველაზე უფრო მეტად ექვემდებარება ფალსიფიცირებას. ზოგჯერ ეს იმდენად წარმატებულად ხდება, რომ ძალიან ძნელია მისი დადგენა. ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ ხარისხიანი პროდუქტის შერჩევაში.

დაწვრილებით...