Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

გაყინული თევზი - თევზის ხანგრძლივად შენახვის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა გაყინვა. ამის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს შორეული ქვეყნების, ოკეანეებისა და ზღვის თევზი, რომლის ხარისხი თითქმის არ ჩამოუვარდება ახალს. თუმცა ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორა იგი გაყინული, რამდენ ხანს ინახებოდა და როგორ მოხდა მისი გალღვობა. გაყინულ თევზში უფრო ძნელია ხარისხის განსაზღვრა, ვიდრე ახალში. უნდა ვიცოდეთ ძირითადი საშიშროებები და მოტყუების ის ხერხები, რომელიც მწარმოებლის მიერ არის მოფიქრებული. ძალიან ხშირად, თევზს ყიდიან თითქმის წყლიანს. ამგვარი პროდუქტი შეიცავს არამარტო წყალს, არამედ მავნე ქიმიკატებსაც (პოლიფოსფატებს), რომლებიც პროდუქტში ზრდის წყლის შეწოვის უნარს და შესაბამისად წონას მატებს მას. შეძენისას კარგად დავათვალიეროთ, რომ თევზს გარედან არ აკრავდეს სქელი ყინულის ფენა და აგრეთვე არ იყოს არაბუნებრივად პრიალა. ეს მიმანიშნებელია პოლიფოსფატების შემცველობის.

გაყინული თევზის შეძენისას საყურადღებოა ისიც, რომ ეს პროდუქტი არ იყოს ერთხელ უკვე გამღვალი და მეორედ გაყინული. ასეთი თევზის ხარისხი ძალზედ დაბალია და ამის შემჩნევა შეგვიძლია მისი შეფერილობით. ამ შემთხვევაში კანი დაბინდულია და არა ხასხასა, მოყვითალო შეფერილობის, კუდი მოღუნული, თევზის სხეული დეფორმირებული და ერთმანეთზე მიწებებული. გაყინულ პროდუქტის შეფასებისას, ყოველთვის არ არის გამოხატული არასასიამოვნო სუნი.

გაყინვის ყველაზე პოპულარული და ეფექტური საშუალებაა გაყინვა - მოჭიქურებით. ამ შემთხვევაში თევზს, მთელ სხეულზე თხელ ფენად აქვს შემოკრული ყინულის ჭიქურა, რომელიც თანაბრად ფარავს მთელ ზედაპირს და უნდა იყოს მყარი. დარტყმით არ უნდა ტყდებოდეს. დასაშვებია აგრეთვე გაყინული თევზის შენახვა ვაკუუმშეფუთვაში. მას შეიძლება ქონდეს დამატებული ანტიოქსიდანტები შენახვის ვადის გახანგრძლივების მიზნით. შეფუთვაში არსებულ გაყინულ პროდუქტს გარკვეული უპირატესობებიც გააჩნია, კერძოდ ის, რომ შეფუთვაზე აქვს მითითებული დამზადების თარიღი, ვარგისიანობის ვადა, წონა, მწარმოებელი ქვეყანა და ა. შ, თუმცა ბრმად არასოდეს მივენდოთ წარწერებს.

ძალიან დიდი უპირატესობაა, როდესაც გაყინულ პროდუქტს აქვს ნიშანდება - „ შოკური გაყინვა“. არანაკლები მნიშვნელოვანია თევზი სწორად გალღვეს. ეს თანდათანობით უნდა მოხდეს. მაგალითად, ჩავდოთ იგი მაცივრის კამერაში მთელი ღამით.

თევზი დაჭრის შემდეგ უნდა მალე გაიყინოს. ეს ჩვეულებრივად ხდება გემბანზე. სუპერმარკეტებში როდესაც ვყიდულობთ თევზს, მივაქციოთ ყურადღება, რომ მაცივარში სადაც იგია მოთავსებული, არ იყოს თოვლის სქელი ფენა. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ იქ ასეთი პროდუქტისათვის საჭირო სათანადო ტემპერატურა არ არის. ეს ტემპერატურა არის -18 გრადუსი ცელსიუსი და არავითარ შემთხვევაში ამაზე მაღალი მაჩვენებელი დაუშვებელია. ზოგადად გაყინული თევზის შენახვის ვადა, მის სახეობაზეც არის დამოკიდებული.

გალღობილი თევზი მაცივარში ორი დღე შეგვიძლია შევინახოთ. საინტერესო ფაქტია, რომ - 40 გრადუს ცელსიუსზე გაყინული თევზი, ისევე უსაფრთხოა, როგორც შემწვარი ან მოხარშული.