Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

დამარილებული თევზი - შესანიშნავი დამატებითი კვების პროდუქტია სხვა საკვებთან ერთად. იგი მრავალფეროვანია: სელდი, კილკა, ქაშაყი, ხამსა და სხვა. აუცილებელია ვიცოდეთ რამოდენიმე ნიუანსი, ამ ტიპის პროდუქტის ხარისხის გარკვევისას. მათ გარე კანს არ უნდა ჰქონდეს მექანიკური დეფექტი, ლორწო, სიყვითლე (ცხიმის დაჟანგვის მაჩვენებელია), შეფერილობა უნდა იყოს თანაბარი, მუქი ლაქების გარეშე. შეხებით სხეული ზომიერად მკვრივია. დაუშვებელია დამარილებულ თევზს კანი ჰქონდეს წებოვანი, ხოლო სუნი არასასიამოვნო. შერჩევისას საჭიროა დავყნოსოთ არამარტო თევზს, არამედ იმ სითხესაც ,რაშიც იგია მოთავსებული. დამარილებული თევზი კარგად უნდა იყოს მომწიფებული. სიწითლე ლაყუჩებსა და თვალებზე იმის ნიშანია, რომ მას მომწიფება აკლია. ამის მაჩვენებელია იცის, რომ თევზის ხორცი ხერხემალს ძნელად სცილდება.

გვახსოვდეს! რომ დამარილებული თევზი განსხვავდება თევზის პრესერვებისაგან, რომელთა შედგენილობაში მარილის გარდა დამატებულია აგრეთვე სანელებლები, ზეთი, სოუსი და სხვა გემოს გამაუმჯობესებელი დანამატები.
კარგად დამარილებული თევზი ჩვეულებრივ მაცივრის ტემპერატურაზე მხოლოდ ორი კვირა ინახება. მარინადში მოთავსებული თევზი - 6 გრადუსი ცელსიუსიდან -8 გრადუს ცელსიუსამდე ერთი თვე, ეს იმ შემთხვევაში როდესაც, პროდუქტი კარგად არის დამარილებული.