Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

კვერცხი - ცნობილია, რომ ყველა სახის ფრინველის კვერცხი საკვებად ვარგისია. მომხმარებლისთვის კი ხელმისაწვდომია ძირითადად ქათმის. ქათმის კვერცხს აქვს ორგვარი შეფერილობა: თეთრი და მოყავისფრო. ეს ძირითადად ქათმის ჯიშზეა დამოკიდებული. თეთრი ფერის ქათამი ძირითადად თეთრი ფერის კვერცხს იძლევა. ხოლო ყავისფერი შეფერილობის ქათამი კი მოყავისფროს. თუმცა საკვები ფასეულობის თვალსაზრისით ორივე ერთია. თუმცა მოყავისფრო ფერის ნაჭუჭი უფრო მაგარია და უფრო დიდხანს ინახება ამ შეფერილობის კვერცხი.

თანამედროვე მეფრინველეობის ფაბრიკაში ნაწარმოები კვერცხი, უსაფრთხოა, მაგრამ სასურველია შეძენისას თვითონაც შევამოწმოთ მისი ხარისხი. თვითოეული კვერცხი უნდა იყოს მარკირებული, სუფთა, ყოველგვარი ჭუჭყის გარეშე.

სწორად რომ გავარკვიოთ კვერცხის ხარისხი, რეკომენდირებულია ავიღოთ იგი ხელში. ხარისხიანი კვერცხის ნაჭუჭი მთელია, სუფთა, ხორკლების გარეშე, მაგარი და გლუვი. თუ მზეზე ან სინათლის წყაროზე შევხედავთ მას, არ უნდა ჰქონდეს მუქი ადგილები და წითელი ფერის ჩანართი. კვერცხის ზომა ქათმის ასაკზეა დამოკიდებული. ასაკით ქათამი რაც უფრო დიდია, კვერცხიც შესაბამისად დიდი ზომისაა, ამიტომ მცირე ზომის კვერცხი უფრო სასარგებლოა, ვინაიდან იგი ვარიის მიერ არის დადებული. ამ ტიპის პროდუქტი შენახვითაც უფრო დიდხანს ინახება. მცირე ზომის კვერცხი უფრო მაღალ კატეგორიას მიეკუთვნება, ვიდრე მსხვილი ეგზემპლარი.

მოყავისფრო კვერცხი უფრო დიდი ზომის გვეჩვენება, ვიდრე სინამდვილეშია. ეს მხოლოდ მხედველობითი ილუზიაა. გულდასმით შევისწავლოთ კვერცხის ნაჭუჭზე განთავსებული მარკირება. ციფრი 0 ნიშნავს რომ პროდუქტი დიეტურია და მისი შენახვის ვადა 7 დღეა. №1 ნიშნავს, რომ ეს არის სუფრის კვერცხი პირველი კატეგორიის, რომლის შენახვის ვადა 25 დღეა. არსებობს აგრეთვე მეორე და მესამე კატეგორიის კვერცხი, ოპტიმალური ვარიანტი მათ შორის არის პირველი კატეგორიის პროდუქტი, რომელშიც შედის საშუალო ზომის კარგად ბალანსირებული შემადგენლობის კვერცხი, ზედმეტი ტენის გარეშე. აუცილებელია, დავყნოსოთ მას. ხარისხიან პროდუქტს არასოდეს აქვს უსიამოვნო და გოგირდწყალბადის სუნი.

შენჯღრევისას კვერცხმა არ უნდა გამოსცეს არავითარი ხმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უკვე დაწყებული აქვს გაფუჭება. სახლის პირობებში შეგვიძლია ჩავატაროთ ტესტი სიახლეზე. წყლიან ჭურჭელში ახალი კვერცხი იძირება ბოლომდე, ხოლო წყლის ზედაპირზე მოტივტივე შესაბამისად ახალი არ არის. გატეხვის შემდეგ ხარისხიანი კვერცხის გული ამობურცული და შეკრულია, ცილა ნათელი ფერის, გამჭვირვალე და სქელი. თუ კვერცხის გატეხვის შემდეგ ორი გული დაგხვდებათ, ასეთი პროდუქტი არაფრით განსხვავდება ერთგულიან კვერცხისგან.

კვერცხის გამოშვების ვადა შევამოწმოთ არა ეტიკეტზე, არამედ ცალკეულ კვერცხზე. კვერცხის შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა 1-5 გრადუსი ცელსიუსია. ამაზე დაბალ ტემპერატურაზე, იგი გარანტირებულად გაფუჭდება. ხოლო მაღალ ტემპერატურაზე შენახვისას, მისი ვადა შემცირდება. შენახვისათვის საუკეთესო ადგილია მაცივრის კარები, სადაც როგორც წესი გათვალისწინებულია, სპეციალური უჯრედები კვერცხის მოსათავსებლად. თეორიულად, იქ კვერცხი სამი თვე ინახება, მაგრამ უკეთესია, თუ არასოდეს შევინახავთ ასე ხანგრძლივად. ეს შეიძლება ჩვენი ჯანმრთელობის ფასად დაგვიჯდეს. მოათავსეთ კვერცხი უჯრედში მახვილი ბოლოთი ქვემოთ, ვინაიდან მისი ბლაგვი ბოლოთი კვერცხი „სუნთქავს“. უკეთესია, თუ დროგამოშვებით მათ ამოვატრიალებთ ხოლმე. თუ რაღაც მოსაზრებების გამო საჭიროა კვერცხი 25 დღეზე მეტხანს შევინახოთ, სათითაოდ წავუსვათ მათ მცენარეული ზეთი, შევახვიოთ ფოლგის ქაღალდში და ისე დავდოთ შესანახად. კვერცხის გარეცხვა რეკომენდირებულია უშუალოდ მოხმარების წინ, ვინაიდან გარეცხვის დროს ჩვენ ვაშორებთ მის ნაჭუჭზე არსებულ ბუნებრივ დამცავ ფენას და შესაბამისად ვამცირებთ მისი შენახვის ვადას. კვერცხის გულის შენახვა მაქსიმუმ ორი დღეა შესაძლებელი.