Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ნიტრატები - ეს ნივთიერება ყველა მცენარეში გვხვდება, რადგან მათ დიდი როლი ენიჭებათ მცენარის ზრდის პროცესში (ასინთეზირებენ ამინომჟავებს და ქმნიან ცილებს) ადამიანი, მთელი თავისი არსებობის მანძილზე მუდმივად იყენებს მცენარეს საკვებად. მისი ორგანიზმი მიჩვეულია ნიტრატების გარკვეულ რაოდენობას და უნარი შესწევს მისი ორგანიზმიდან იმდაგვარად გამოყოფისა, რომ მან არ მოახდინოს გავლენა მის ჯანმრთელობაზე. ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც ადამიანმა მოსავლიანობის გაზრდის მიზნით, დაიწყო მინერალური სასუქების გამოყენება. მცენარეს არ შესწევს უნარი ნიადაგიდან დიდი რაოდენობით მიღებული ნიტრატების ცილად გარდაქმნის და იგი გროვდება მის ცალკეულ ნაწილებში. პირველ რიგში ფესვში, ღეროსა და ფოთლებში, შემდეგ კი ნაყოფში, ძირითადად მის კანში, ზოგჯერ გულში და თესლშიც კი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია, თუ რომელი სახეობისაა მცენარე. ისეთი ბოსტნეული, როგორიცაა ჭარხალი, სალათა, ბოლოკი, კამა, ნესვი და საზამთრო, ყველაზე ხშირად ამ პროდუქტების მოყვანისას გამოიყენება ნიტრატები.

ამ თვალსაზრისით ხილი და კენკრა შედარებით უფრო უსაფრთხოა. ადამიანისათვის, რომელიც მოიხმარს ხილსა და ბოსტნეულს, დიდი მნიშვნელობა აქვს არა იმ ფაქტს, რომ ისინი შეიცავენ ნიტრატებს, არამედ იმას, თუ რა რაოდენობითაა მათში ეს ქიმიკატი. ნიტრატების ჭარბი რაოდენობა მცენარეში შეიძლება დაგროვდეს იმ შემთხვევაში, თუ შეტანილია ჭარბი რაოდენობით სასუქი, თუ გრუნტი უხარისხოა, თუ არ არის მცენარისათვის საჭირო პირობები, ან არ არის დროის საჭირო მონაკვეთი. თუ არ არის საჭირო სითბო და სინათლე, ნიტრატები ცუდად გარდაიქმნება მცენარეულ ცილებად და ისინი ინტენსიურად გროვდებიან მცენარეში. ამის გამოა, რომ სათბურში გამოზრდილი მცენარეები უფრო საშიშია, ვიდრე გრუნტში მოყვანილი. ყველაზე მთავარი მიზეზი ნიტრატებით ადამიანის მოწამვლისა არის სასუქის არასწორი დოზირება მცენარის მოყვანისას. ნატურალური ორგანული სასუქის( კომპოსტი, ნაკელი და ა. შ.) გამოყენება არ იძლევა ისეთ ნეგატიურ შედეგებს, როგორც აზოტოვანი სასუქები. იმის გამო, რომ ორგანიკა კარგად მოქმედებს ნიადაგზე, სადაც ვითარდება მიკროორგანიზმები, და ეს უკანსკნელნი ეხმარებიან მცენარეს, საკვები ნივთიერებების შეთვისებაში. ამ პირობებში მცენარე ნორმალურად იზრდება, ნიტრატები თანდათან აითვისება და ზედმეტი რაოდენობით მათ დაგროვებას ადგილი არა აქვს.

სასუქით მოყვანილი ხილი, გამოირჩევა დიდი ზომით. იგი უფრო წყლიანი და ფაშარია. ფოთლების შეფერილობა არაბუნებრივად მკვეთრია. ხშირად, ისე სწრაფად იზრდებიან ისინი, რომ იწყებენ დახეთქვას. გაჭრილ ხილზე, მუქი ან მოყვითალო ძარღვები ან შემკვირვებული რბილობის ცალკეული ნაწილები თვალნათელი მაგალითია, მათში ნიტრატების არსებობისა. ამგვარ ხილს, არაბუნებრივი გემო აქვს. არასასიამოვნოდ იღეჭება და იყლაპება, თუმცა გარეგნულად საკმაოდ მადის აღმძვრელი შეხედულება აქვს. არსებობს ბევრი ინდიკატორი (ტესტ-ზოლები) და პორტატული ხელსაწყო (ნიტრატომეტრები), რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია, ნიტრატების განსაზღვრა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, ზუსტი მონაცემების დადგენა მხოლოდ პროფესიონალურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი. შენახვის დროს, ნიტრატების შემცველობა იცვლება.

მაგალითად, გაყინვის შემთხევაში, ის მცირდება, ხოლო გამოშრობის დროს კი იზრდება. ნიტრატების შემცველი პროდუქტები, უფრო ცოტა ხანს ინახება, ვიდრე ნატურალური.

თავიდან რომ ავიცილოთ დიდი რაოდენობით ნიტრატების მიღება, გავითვალისწინოთ შემდეგი რჩევები. ჩაალბეთ წყალში და შემდგომ კარგად გარეცხეთ ხილი, ბოსტნეული და მწვანილი. მოაშორეთ კანი, ყუნწი და სხვა გარე ნაწილები მათ. თერმული დამუშავება ამცირებს ნიტრატების შემცველობას. კარტოფილში მათი შემცველობა 15 წუთიანი დუღილის შემდეგ აღარ რჩება. ხილის, ბოსტნეულისა და მწვანილის შენახვა, უკეთესია დაბალ ტემპერატურაზე. თუ გვაქვს შესაძლებლობა გამოვიყენოთ ნიტრატომეტრები და ტესტზოლები პროდუქტის შეძენისას. აქვე გირჩევთ მწვანე ჩაის გამოყენებას, რომელსაც ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები და ნიტრატები გამოყავს.