Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

პესტიციდები - სოფლის მეურნეობაში ფართოდ გამოყენებული ქიმიკატებია. მათი შესხურებით, მცენარე დაცულია სასოფლო სამეურნეო მავნებლებისაგან (მწერები, მღრნელები და ა. შ) გაფრქვევის პროცესი არათანაბრად ხდება და ამის გამო, ზოგ მცენარეს პესტიციდების შემცველობა შეიძლება ნორმაზე მეტი ჰქონდეს, ზოგს ნორმაში. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ნიტრატებზე, ხშირად ვგულისხმობთ ბოსტნეულს. პესტიციდები კი ხშირად გამოიყენება ხილის მოყვანის პროცესში. იმის ალბათობა რომ პესტიციდების შემცველობას, ზომიერი კლიმატის ნაყოფში აღმოვაჩენთ, უფრო დიდია, ვიდრე სუბტროპიკული კლიმატის ხილში. ალბათ ყველას აწუხებს აზრი იმის თაობაზე, რომ შეგვიძლია თუ არა, გარეგნული დათვალიერებით ამოვარჩიოთ ნაკლები ქიმიკატის შემცველი პროდუქტი. დაჭიანებული ხილი პირველი ნიშანია იმისა, რომ იგი ნატურალურია, თუმცა სრულ გარანტიას იგი არ იძლევა იმის გამო, რომ მისი პესტიციდით დამუშავება მოხდა იმის შემდეგ, როდესაც იგი უკვე დაჭიანებული იყო.

პესტიციდების გამოყენების შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს, იმ ნორმებისა და მოთხოვნების გათვალისწინებას, რომლებიც დადგენილია ამ ქიმიკატების მოხმარებისას. იგი უნდა ჩატარდეს გარკვეულ დროს და გამოყენებული იქნას ზომიერად. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე არ არსებობს მეცნიერების დასკვნა იმის თაობაზე, რომ პესტიციდების თუნდაც ძალიან მცირე ნარჩენი უსაფრთხოა ადამიანისათვის. საერთოდ ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ისინი დაბლა წევენ იმუნიტეტს და ორგანიზმში დაგროვების უნარი გააჩნიათ. ხილის და ბოსტნეულის მოხმარებამდე, საგულდაგულოდ უნდა გავრეცხოთ ისინი, გავთალოთ (ანუ გავათავისუფლოთ ზედაპირული ფენისაგან) შემდეგ, დავამუშაოთ თერმულად. საერთოდ უფრო სასარგებლოა ნატურალური პროდუქტები, რომლებიც მიღებული არიან ყოველნაირი ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გარეშე.