Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

რძის პროდუქტები

ყველი – ძალიან ყუათიანი საკვები პროდუქტია, რომელიც მდიდარია გემოვნური თვისებებით. მას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ყველაზე უფრო პოპულარული რძის პროდუქტი. ამასთან ერთად რომ იგი სასარგებლოც იყოს, უნდა შევარჩიოთ ნატურალური და კეთილხარისხოვანი ყველი.

საშუალოდ ერთი კილოგრამი პროდუქტის დამზადებისათვის 11 ლიტრი რძეა საჭირო, ამიტომ ყველის ამორჩევის დროს, გავითვალისწინოთ რომ იგი იაფი არ იქნება.

დაწვრილებით...

კეფირი - არანაკლებ პოპულარული და სასარგებლო რძემჟავა სასმელია, ვიდრე იოგურტი. იგი საპატიო ადგილს იკავებს საკვებ პროდუქტებში, პურის, კვერცხის, ბოსტნეულისა და ხილს შორის. კეფირი მიიღება რძემჟავური და სპირტული დუღილის შედეგად. კეფირის გარდა, ამ ტიპის სასმელს მიეკუთვნება კუმისი და აირანი.

დაწვრილებით...

იოგურტი - ერთ - ერთი ნუგბარი რძემჟავა პროდუქტია. იგი ძალზედ პოპულარულია განსაკუთრებით ბავშვებსა და ქალებში, რადგანაც ძალიან ნაზი, სასიამოვნო და გემრიელი პროდუქტია.

იოგურტი არსებობს სხვადასხვა სახეობის, რომლებიც ერთმანეთისაგან გასხვავდებიან კონსისტენციითა და გემოვნებით. დავიწყოთ იმით, რომ შეძენისას უნდა გავარჩიოთ „ცოცხალი“ იოგურტი, რომელიც შეიცავს რძემჟავა ბაქტერიებს „არაცოცხალი“ პროდუქტისაგან.

დაწვრილებით...

არაჟანი - ამ პროდუქტს მომხმარებელი ეტანება მისი ჯადოსნური კულინარული თვისებების გამო. მართლაც ძნელია წარმოვიდგინოთ, ბევრი კერძი მისი დამატების გარეშე. (ბორში, სალათები, პელმენები, ვარენიკები, საკონდიტრო ნაწარმი და სხვა) იგი არამარტო გემრიელია, არამედ მეტად სასარგებლო და ყუათიანი. ბევრ კულინარულ რეცეპტში გვირჩევენ ნაღების კარაქი და მცენარეული ცხიმი შევცვალოთ არაჟნით.

დაწვრილებით...

რძე - ეს გახლავთ პროდუქტი, რომლის მიღებას ადამიანი დაბადებისთანავე საჭიროებს. მის გარეშე ცხოვრება ფაქტიურად წარმოუდგენელია. რძე ითვლება ყველაზე მთავარ პროდუქტად, რძის პროდუქტებსა და პურპროდუქტებს შორის. იმისათვის, რომ ხარისხიანი და სასარგებლო რძე შევიძინოთ, საჭიროა ვერკვეოდეთ ბევრ ნიუანსში: თუ როგორი შემადგენლობისაა იგი, როგორი პროდუქტი არსებობს და როგორია მისი შენახვის პირობები.
რძის შეძენისას კარგად დავაკვირდეთ ყუთს, რომელშიც მოთავსებულია იგი. მომხმარებელი ხშირად აწყდება სხვადასხვა დასახელების პროდუქტს წარწერით (მაგ: პასტერილიზებული, ნორმალიზებული და ა.შ.) ყიდულობს მასზე დახატული ფოტოს მიხედვით.

დაწვრილებით...

შესქელებული რძე - ასეთი პროდუქტის შეძენა ისევე რთულია, როგორც ნატურალური თაფლის ყიდვა. ბოლო დროს, იგი ასოცირდება არანატურალურ და ზოგჯერ ჯანმრთელობისათვის საშიშ კვების პროდუქტთან.

რძის პროდუქტთა შორის, ყველაზე ხშირად მისი ფალსიფიცირება ხდება. არაკეთილსინდისიერმა მეწარმემ, შესქელებული რძის დამზადებისას, შეიძლება ნატურალური რძე არც გამოიყენოს. მათ მიერ შექმნილია ე.წ. ტექნიკური პირობები. ამ ნორმატიული დოკუმენტის თანახმად, ისინი ნედლეულად ხმარობენ უცხიმო რძის ფხვნილსა და მცენარეულ ცხიმებს.

დაწვრილებით...

ხაჭო - ეს რძემჟავა პროდუქტი მზადდება რძემჟავის გამოყენებით ან რძემჟავისა და მაჭიკის ფერმენტის ერთობლივი გამოყენებით. ხაჭო, იგივე ყველის ნაირსახეობაა. საუკუნეებია იგი საყვარელი საჭმელია ადამიანებისათვის. ყველა ღირსებასთან ერთად, ამ პროდუქტს ნაკლიც გააჩნია. მასში ძალიან ადვილად მრავლდება ნაწლავის ჩხირი და სხვა მავნე მიკროორგანიზმები. შევიძინოთ, გემრიელი, სასარგებლო და რაც მთავარია უსაფრთხო ხაჭო ყველა მომხმარებლის ამოცანაა.

დაწვრილებით...