Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

არაჟანი - ამ პროდუქტს მომხმარებელი ეტანება მისი ჯადოსნური კულინარული თვისებების გამო. მართლაც ძნელია წარმოვიდგინოთ, ბევრი კერძი მისი დამატების გარეშე. (ბორში, სალათები, პელმენები, ვარენიკები, საკონდიტრო ნაწარმი და სხვა) იგი არამარტო გემრიელია, არამედ მეტად სასარგებლო და ყუათიანი. ბევრ კულინარულ რეცეპტში გვირჩევენ ნაღების კარაქი და მცენარეული ცხიმი შევცვალოთ არაჟნით. არაჟნის შემადგენლობის შესწავლისას, მიაქციეთ ყურადღება რა კომპონენტებს შეიცავს იგი, როდისაა დამზადებული და რა ვაგრისიანობის ვადა აქვს. ხარისიხან არაჟანს ორი ძირითადი შემადგენელი უნდა ჰქონდეს: ნაღები და რძემჟავა ბაქტერიების დედო. უფრო დაბალ ხარისხიანი არაჟანი მზადდება ნაწილობრივ ან მთლიანად აღდგენილი რძის ნაღებისაგან (რძის ფხვნილისგან დამზადებული რძე) ხოლო ისეთ არაჟანს კი, რომლის შემადგენლობაში მცენარეული ცხიმია, საერთოდ არ უნდა ერქვას არაჟანი. თავისთავად ეს პროდუქტი ძვირადღირებულია, ამიტომ ხშირად ახდენენ მის ფალსიფიცირებას მწარმოებლები. ფალსიფიცირების სახეებია: არაჟნის განზავება წყლით, მაწვნით, კეფირით, მცენარეული ცხიმით ან სახამებლით. გამორიცხული არ არის გამოყენებული ქინას კვებითი დანამატები. მაგალითად კარაგინანი.

გარეგნული დათვალიერებით, ხარისხიანი არაჟნის შემთხვევაში თვალში უნდა მოგხვდეს მისი სიპრიალე. ფერი თეთრი ოდნავ მოკრემისფრო შეფერილობის უნდა ჰქონდეს. მასში ფერადი ლაქების არარსებობა დაუშვებელია (ამას იწვევს პიგმენტწარმომქმნელი მიკრობები და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.)

კეთილხარისხოვნების მაჩვენებელია,ერთგვაროვანი კონსისტენცია და სისქე. რაც უფრო არაჟანი სქელი და წელვადია, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ის ცხიმიანია და ნორმალურ ტემპერატურაზე იყო შენახული. არაჟნის თხელი კონსისტენცია ნაკლები ცხიმის შემცველობის, ნედლეულის ტექნოლოგიური რეჟიმის, პასტერიზაციის, ჰომოგენიზაციის, უხარისხო ნედლეულის გამოყენების, მომწიფების პროცესის, დაფასოებისა და შენახვის პირობების დარღვევის მაჩვენებელია.

არაჟნისგან არ უნდა იყოს გამოყოფილი შრატი. მას არ უნდა ჰქონდეს ჩანართები, შესქელებული ნაწილაკების სახით და დუღილის ნიშნები. ხარისხის განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის დეგუსტაციას. ჩვეულებრივ არაჟანს ზომიერად გამოხატული მჟავე რძის პროდუქტის გემო და არომატი აქვს. ოდნავ გამოხატული ერბოსა და საკვების სუნი. უმაღლესი ხარისხის არაჟანს გარეშე სუნი არ უნდა ჰქონდეს. არაჟნის კონსისტენციის გასაუმჯობესებლად ხშირად გამოიყენება სახამებელი და კარაგინანი. სახამებლის აღმოჩენა შეგვიძლია იოდის ან ლუგოლის გამოყენებით. თუ მათ არაჟანში ავურევთ და გალურჯდება, ე.ი. დამატებული აქვს სახამებელი. სამწუხაროდ კარაგინანის აღმოჩენა სახლის პირობებში შეუძლებელია. მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ მისი არსებობა, პროდუქტში თუ წარმოქმნილია გარკვეული შესქელებული უბნები, ე. წ. „კოლტები“.
რეკომენდირებულია ჰერმეტულ ტარაში მოთავსებული არაჟნის შენახვა 1-დან 8 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე მაქსიმუმ 10 დღე. თუ მწარმოებელი ეტიკეტზე მიუთითებს, რომ არაჟნის შენახვის ვადა ხანგრძლივია, ეს მაჩვენებელია, რომ მას დამატებული აქვს კონსერვანტები ან გავლილი აქვს თერმული დამუშავება. ასეთ არაჟანს ნატურალურ პროდუქტად ვერ ჩავთვლით. საყინულეში არაჟნის შენახვა არ შეიძლება.