Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

კეფირი - არანაკლებ პოპულარული და სასარგებლო რძემჟავა სასმელია, ვიდრე იოგურტი. იგი საპატიო ადგილს იკავებს საკვებ პროდუქტებში, პურის, კვერცხის, ბოსტნეულისა და ხილს შორის. კეფირი მიიღება რძემჟავური და სპირტული დუღილის შედეგად. კეფირის გარდა, ამ ტიპის სასმელს მიეკუთვნება კუმისი და აირანი. მათი მიღება რეკომენდირებულია სამკურნალო და დიეტური თვისებების გამო და გარდა ამისა ისინი არაჩვეულებრივი გემოვნებითაც გამოირჩევიან. კეფირის შეძენისას მივაქციოთ ყურადღება, რომ იგი არ აგვერიოს კეფირის სასმელში, რომელიც დამზადებულია სხვა დედოებით.

არაკეთილსინდისიერმა მეწარმემ შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა მცენარეული ცხიმები და საკვები დანამატები. ასეთ პროდუქტს არ შეიძლება ეწოდოს ნატურალური.
ხარისხიან კეფირს არ უნდა ჰქონდეს მომწარო და ამიაკის გემო. მასში სპირტის შემცველობა 1% -ს არ უნდა აღემატებოდეს.

რძემჟავა პროდუქტებისათვის მნიშვნელოვანია, ხარისხიანი შესაფუთი მასალის გამოყენება. ყველაზე უკეთესია მინის ტარა, ხოლო თუ პროდუქტი რბილ შეფუთვაში იყიდება, იგი არ უნდა იყოს დაზიანებული ან გაბერილი. შეფუთვაზე აუცილებელია იყოს მოთავსებული ეტიკეტი, თავისი დამზადების თარიღით, ვარგისიანობის ვადით და შემადგენლობით. კეფირი მაცივარში ორი კვირა ინახება. დაუშვებელია გახსნილ მდგომარეობაში მისი შენახვა.