Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ხაჭო - ეს რძემჟავა პროდუქტი მზადდება რძემჟავის გამოყენებით ან რძემჟავისა და მაჭიკის ფერმენტის ერთობლივი გამოყენებით. ხაჭო, იგივე ყველის ნაირსახეობაა. საუკუნეებია იგი საყვარელი საჭმელია ადამიანებისათვის. ყველა ღირსებასთან ერთად, ამ პროდუქტს ნაკლიც გააჩნია. მასში ძალიან ადვილად მრავლდება ნაწლავის ჩხირი და სხვა მავნე მიკროორგანიზმები. შევიძინოთ, გემრიელი, სასარგებლო და რაც მთავარია უსაფრთხო ხაჭო ყველა მომხმარებლის ამოცანაა. სანამ შენაძენს გავაკეთებთ, შევხედოთ, რა პირობებში იყიდება იგი. ხაჭო აუცილებლად მაცივარში უნდა იყოს მოთავსებული. მაღაზიაში ძირითადად ჰერმეტულად დაფასოებული პროდუქტი იყიდება. ასეთ მდგომარეობაში ხაჭო კონსერვანტების დამატების გარეშეც კი კარგად ინახება, მაგრამ ამას აქვს უარყოფითი მხარეც. რაც იმაში მდგომარეობს, რომ პროდუქტის ორგანოლეპტიკურად შეფასება მხოლოდ სახლში მიტანის შემდეგ არის შესაძლებელი.

კეთილხარისხოვანი ხაჭო თეთრი ფერისაა, შესაძლებელია ოდნავ მოყვითალო ელფერით. ფერი თანაბრად უნდა იყოს მთელ მასაში განაწილებული. არათანაბარი ფერი შესაძლებელია მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში, ძალიან ცხიმიანი ხაჭოს შემთხვევაში. ზოგადად ხაჭოს კონსისტენცია მის ცხიმიანობაზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, იგი უნდა იყოს თანაბარი და ნაზი. თუ ძალიან ცხიმიანია იგი, შესაძლებელია ფაშარიც იყოს. უცხიმო ხაჭო უფრო ფშვნადია და შეიძლება ცოტა შრატსაც შეიცავდეს (რომელიც არანაკლებ სასარგებლოა) მარცვლოვანი კონსისტენცია ამ პროდუქტისათვის კარგი ნიშანია.

ბავშვთა კვებაში გამოყენებული ხაჭო განსაკუთრებულად მზადდება დანადგარზე მემბრანული ფილტრის გამოყენებით, ამიტომ მისი კონსისტენცია სუფლეს მაგვარია. მოვარდისფრო ელფერი, ლორწო, მომწვანო ან მოშავო ლაქები (ობი) კატეგორიულად მიუღებელია. ხაჭოს სუნი და არომატი სასიამოვნო და ამ პროდუქტისათვის დამახასიათებელი უნდა იყოს. იგი არ უნდა გვაგონებდეს სხვა რამეს. წავიკითხოთ ეტიკეტი შეფუთვაზე. მივაქციოთ ყურადღება მისი დამზადების თარიღს და შენახვის ვადას.

ენდეთ ისეთი წარმოების პროდუქტს, სადაც დაცულია სანიტარულ-ფიგიენური პირობები. ამას თქვენ გაიგებთ იმით, თუ წარმოებას აქვს მაგალითად, აისოს სერტიფიკატი - 9001 ან 22000 სტანდარტი. შემადგენლობაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ფიგურირებდეს მცენარეული ცხიმი, ვინაიდან იგი 100% ცხოველური პროდუქტია.

არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ხაჭოს ნაწარმი. მაგალითად „სიროკი“, ეს უკანასკნელი შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ დიდ პოტენციურ საფრთხეს შეიცავს. შესაძლებელია იგი შეიცავდეს სხვადასხვა სტაფილოკოკებს, სოკოებს და ტოქსინებს, რომლებიც იწვევენ საკვებით მოწამვლას. ამის გარდა, ისინი შეიცავენ მცენარეულ ცხიმებს, (მაგ. პალმის ცხიმს) აგრეთვე ტენდამჭერ აგენტებს, პროდუქტის წონის გადიდების მიზნით. თუ ეს აგენტი სახამებელია, მისი აღმოჩენა შეგვიძლია იოდის საშუალებით. (იოდის დაწვეთებით, თეთრი მასა ლურჯ ფერს იღებს. თუ იოდისფერი დარჩა, ე. ი. სახამებელი არ არის. არაკეთილსინდისიერი მეწარმეები ბევრ საშიშ საკვებ დანამატს უმატებენ. მათ შორის სოიოსაც. ხაჭო მაცივარში არაჰერმეტულ პირობებში სამი, ხუთი დღე ინახება, ხოლო ჰერმეტულად დაცულ შეფუთვაში, შესაძლებელია ერთ თვემდე შენახვა. თუ საყინულეში მინუს 18 გრადუს ცელსიუსზე მოვათავსებთ, ნახევარი წელია შესაძლებელი მისი შენახვა.