Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

საკვები პროდუქტების შეძენა - ეს არ ნიშნავს მხოლოდ ხელსაყრელი ფასის მიხედვით პროდუქციის შეძენას. აუცილებელია, ყურადღება მიაქციოთ ხარისხს, შენახვის ვადას, მის რეალურ საჭიროებას და სარგებლობას. წარმოგიდგენთ ზოგად რჩევებს, რაც ხელს შეუწყობს მყიდველს, თავი უფრო დაცულად იგრძნოს სუპერმარკეტებისა და სასურსათო ბაზრის უკიდეგანო ლაბირინთებში.

თავდაპირველად მნიშვნელოვანი რჩევა: უნდა ვისწავლოთ, არა მხოლოდ სწორედ არჩევა საჭირო პროდუქტის, არამედ, მათი სწორად მოხმარება. გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხარისხი, არამედ რაოდენობა (განსაკუთრებით ეს ეხება კვების პროდუქტებს, რომლებიც დამზადებულია საკვები დანამატების, ქიმიკატებისა და სხვა შემცვლელების გამოყენებით).

ჭკვიანი მყიდველი ყოველთვის გეგმავს და წინასწარ საზღვრავს, თუ რისი შეძენა სურს. ითვალისწინებს ბევრს ნიუანსს, რომელიც არანაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად საკვები პროდუქტი. იგი რომ ნამდვილად სასარგებლო იყოს, (არა მხოლოდ ჯანმრთელობის მხრივ) საჭიროა სწორად მოვემზადოთ შეძენისათვის. სწორად მოვახდინოთ შესყიდვა და ბოლოს სწორად მოვიტანოთ პროდუქცია სახლში, შევინახოთ და საბოლოოდ მოვიხმაროთ.

რჩევები - სანამ გაემგზავრებით კვების პროდუქტების შესაძენად.

სანამ მორიგ შენაძენს გააკეთებთ, კარგად დაათვალიერეთ და გაანალიზეთ თუ რა გჭირდებათ. შექმენით სია თუ რისი შეძენა გსურთ (მათ შორის თქვენი უცაბედი აზრებიც პროდუქციის შესახებ) ეს დაგეხმარებათ საგრძობლად დაზოგოთ ფული და დრო.

ეცადეთ შეიძინოთ პროდუქცია სუპერმარკეტებში, მოერიდეთ ადგილობრივ პატარა მაღაზიებს. ბაზარში და ბაზრის ტიპის ადგილებში შეიძინეთ, მხოლოდ ისეთი პროდუქტები, რომელთა წარმოება/მოყვანა უშუალოდ ადამიანის მიერაა განხორციელებული. გახსოვდეთ, რომ მსგავს ადგილებში პროდუქციის ხარისხზე კონტროლი გაცილებით დაბალია ვიდრე სუპერმარკეტებში.

ეცადეთ შესყიდვა დილის საათებში მოახდინოთ, როგორ წესი ამ დროს გაცილებით ახალი პროდუქციაა. არ წახვიდეთ საყიდლებზე მშიერ კუჭზე-ეს თქვენ ადეკვატურ აღთქმის უნარს ხელს შეუშლის.

რჩევები კვების პროდუქტების შესაძენის დროს.

ორგანოლეპტიკური შეფასება. პროდუქციას უნდა ქონდეს შესაბამისი ვიზუალურად ჯანსახი სახე, შეეცადეთ არ იყიდოთ დაზიანებული (შეჭყლეტილი), ბზარების მქონე პროდუქტი, რომლებიც მისი ტრანსპორტირების და არასწორი შენახვის შედეგადაა დამდგარი.

განსაკუთრებით ფრთხილად იყავით მალფუჭებადი პროდუქციის შეძენისას. (ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები სხვა), თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ გამორიცხოთ ისინი თქვენი რაციონიდან.

დააკვირდით შენახვის ვადას და შენახვის წესებს, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვეთ შესაბამისობის სერთიფიკატი. არ ენდოთ ლამაზ მაღაზიის მიერ შეფუთვას ეტიკეტს, - ენდეთ თქვენ მხედველობას და ყნოსვას.

უპირატესობა მიანიჭეთ ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტებს, იმპორტირებული პროდუქცია ვერ იქნება ახალი და თუკი ისენი ასეთად გამოიყურებიან, ეს საკვები დანამატების წარბ რაოდენობაზე უნდა მიანიშნებდეს. მოერიდეთ ცენტრალურ შესასვლელებში დალაგებულ პროდუქციას, როგორც წესი ასეთი პროდუქცია უხარისხოა ან მათი შენახვის ვადა მალე იწურება.

ყოველთვის გაეცანით საკვები პროდუქციის შემადგენლობას. განსაკუთრებითრებით მოერიდეთ ისეთ პროდუქციას რომელზეც დიდი რაოდენობის საკვები დანამატებია დატანილი. თუკი პროდუქციის შენახვის ვადა დიდია - გახსოვდთეთ, ეს მიანიშნებს პროდუქციაში კონსერვანტების დიდ რაოდენობაზე.
ორიენტაცია იქონიეთ ისეთ პროდუქციაზე რომელიც დამზადებულია გოსტ ( ГОСТ) ასევე ისო (ISO) და სან.წდან. პარამეტრებით. და არა მეწარმის მიერ შექმნილ საკუთარი სტანდარტით.

ყურადღებით იყავით ისეთი პროდუქციის მიმართ, რომლის ეტიკეტზეც დატანილია შემდეგი: , , და ა.შ. მსგავსი ფრაზა შეიძლება აღმოჩნდეს ტყუილი, ან მწარმოებელი ცდილობდეს გადაფაროს სხვა ხარვეზები, ხშირად, პროდუქტი, რომელიც კონსერვანტებს არ შეიცავს, მოკლებულია სასარგებლო თვისებებს.

საკვები პროდუქტების არჩევისას, ყოველთვის გაითვალისწინეთ ფასი, რომელიც ყოველთვის მისი ხარისხის ირიბი მაჩვენებელია. იდეალურ შემთხვევაში, რაც ძვირია კვების პროდუქტი, მით უფრო ხარისხიანია, მაგრამ ეს მაშინ, თუ არ მივაქცევთ ყურადღებას, ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა - ტრანსპორტირება, ბრენდის პოპულარობა ან უბრალოდ მწარმოებლისა და გამყიდველის არაკეთილსინდისიერება.

მიაქციეთ ყურადღება შესაფუთ მასალას, რომელიც უნდა იყოს მთლიანი, დაზიანებების გარეშე. გახსოვდეთ! შეფუთვა არსებობს არამარტო მყიდველის მისაზიდად, არამედ შიგთავსის დასაცავად. ძალიან ნუ გაგიტაცებთ აქცია - გაყიდვები. გახსოვდეთ! ასეთი აქციები და ფასდაკლებები, ძირითადად მიმართულია ძველი და ვადაგასული პროდუქტების გასასაღებლად. ყოველივე ამის გათვალისწინებით, იაფფასიანი საქონელი განსაკუთრებულ შემოწმებას საჭიროებს.

არ მოგერიდოთ სავაჭრო ობიექტებში კითხვების დასმა. ის თქვენ დაგეხმარებათ სწრაფად მოიძიოთ საჭირო პროდუქტი. მაგალითად, პროდუქტის შეძენისას უნდა იკითხოთ რა გაქვთ ყველაზე ახალი, როდის მიიღეს ან როდის ელოდებიან ახალ პროდუქციას.გამყიდველის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ არის ყოველთვის სანდო, მაგრამ თქვენ თავად შეგიძლიათ გაანალიზოთ იგი და გააკეთოთ შესაბამისი

პასუხიმგებლობით მოეკიდეთ შეძენილი საკვები პროდუქტის ტრანსპორტირებას, რომ არ მოხდეს მათი მექანიკური დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტის გაფუჭება. აუცილებლობის შემთხვევაში განმეორებით შეამოწმეთ შეძენილი პროდუქტის ხარისხი, ვინაიდან ოჯახური პირობები საშუალებას გვაძლევს სკურპულოზურად ჩავატაროთ ეს.

გამოიმუშავეთ ქვითრის შენახვის ჩვევა, რაც დაგვეხმარება არამარტო არასასურველი პროდუქტის დაბრუნებაში, არამედ, შეძენის ადგილის გარკვევაში.