Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ბლოკი სასარგებლო ინფო, გთავაზობთ საჭირო და მეტად სასარგებლო ინფორმაციას, მათთვის ვინც დაინტერესებულია ხარისხიანი პროდუქციის შეძენით.

დღეს ჯანსაღი საკვები პროდუქტების შეძენა ემსგავსება ბრძოლას გადარჩენისთვის. მომხმარებელი აწყდება მთელრიგ საშიშროებებს: საკვები დანამატები (კონსერვანტები, არომატიზატორები, საღებავები, პესტიციდები,გამაფხვიერებელი და სხვა), გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენება, სასუქების სიჭარბე, სხვადასხვა დაავადებები და დეფექტები, ვადის გასვლა, არასწორი ტრანსპორტირებით/ შენახვის პირობის დარღვევით გამოწვეული დაზიანებები და ბოლოს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა მწარმოებლის ან გამყიდველის მხრიდან.

 

 

თქვენ გაეცნობით საჭირო ინფორმაციას, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოთ ბუნებრივი ინსტრუმენტები: მხედველობა, მგრძნობელობა, სმენა, გემო და რათქმაუნდა გამოცდილება, რათა არ გახდეთ უხარისხო და მავნე პროდუქციის მსხვერპლი.უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ ეხება გახდომას და არც იმას თუ როგორ უნდა იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრებით, არც იმას თუ რა უნდა მიირთვათ მარხვის დროს და სხვა. ჩვენ გასწავლით, როგორ შეარჩიოთ ხარისხიანი პროდუქტი.