Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ბაზრის ინტენსიურმა კვლევამ და მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებამ გადაგვაწყვეტინა შეგვექმნა საერთაშორისო სტანდარტების მქონე უახლესი ექსპერტ კლასის აპარატურით (2013 წელი) აღჭურვილი ხარისხის ლაბორატორია „Quality Lab„. ლაბორატორია გამოირჩევა, როგორც უახლესი აპარატურის, ასევე კვალიფიციური კადრების მხრივ. ხარისხის ლაბორატორია მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი იურიდიული ფორმის მატარებელი სუბიექტია.

ხარისხის ლაბორატორია „Quality Lab„ განლაგებულია თბილისის (ისტორიულ) ცენტრალურ უბანში წერეთლის გამზირზე, რაც საკმაოდ აიოლებს და კომფორტულს ხდის პოტენციური კლიენტებისათვის შესაბამისი ოპერატიული სერვისის მიწოდებას.

„Quality Lab„ ცენტრალური ოფისი სრულად აკმაყოფილებს ლაბორატორიისათვის საჭირო საერთაშორისო (მათ შორის უსაფრთხოების და ტექნიკურ ICO) სტანდარტებს. ცენტრში ამ ეტაპზე უკვე ფუნქციონირებს 3 დეპარტამენტი: ქიმიური კვლევების, მიკრობიოლოგიის და ბიოგენეტიკის ლაბორატორიები. ლაბორატორიაში დამონტაჟებულია უახლესი ვენტილირების სისტემა, ასევე მოწყობილია  სტერილური სივრცე (ეწ პრებოქსი და ბოქსი) ბაქტერიოციდული ნათურით. სტერილიზაცია ხდება თანამედროვე ავტოკლავებში.  ლაბორატორიაში დამონტაჟებულია კლიმატ-კონტროლის სისტემა, ამწოვი და საშრობი კარადები, გათვალისწინებულია მუდმივი ელ ენერგიის, ცივი და ცხელი წყლის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება.