Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ხილი

ალუბალი - ალუბლის შეძენისას გაითვალისწინეთ, რაც უფრო მუქია ნაყოფი, მით უფრო ტკბილი, გემრიელი და სასარგებლოა. მისთვის დამახასიათებელია მომჟავო-მოტკბო გემო და სასიამოვნო სუნი. ძალიან რბილი და წებოვანი ნაყოფი მიგვანიშნებს, რომ იგი სავარაუდოდ გადამწიფებულია ან დიდხანს ინახებოდა. გაამახვილეთ ყურადღება, რომ ალუბალი ყუნწიანი იყოს, ამ მდგომარეობაში უკეთ ინახება. ნედლი ყუნწი მაჩვენებელია, რომ ნაყოფი ახალი დაკრეფილია და პირიქით.

დაწვრილებით...

ბროწეული - ბროწეულის შერჩევისას მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ხელის დაჭერისას ნაყოფი არ უნდა იყოს რბილი. მისი სირბილე მიმანიშნებელია იმისა, რომ იგი ან მოყინულია, ან ტრანსპორტირების დროს დაზიანებული.

დაიმახსოვრეთ, რომ ხარისხიანი ნაყოფი გარედან მშრალია, შიგნით წვნიანი. მწიფე ბროწეულის კანი თხელია, მშრალი, მაგარი, ტყავისებური და კარგად შემოკრული მარცვლებზე. ტენიანი და ელასტიური კანი იმის მიმანიშნებელია, რომ ნაყოფი უმწიფარი იქნა მოკრეფილი. გარეკანის შეფერილობა ერთგვაროვანი უნდა იყოს. ღია მწვანიდან და ღია ყვითელი შეფერილობიდან დაწყებული, მუქი და ღია წითელ ფერამდე. კანზე მოყავისფრო შავი ლაქების არსებობა ნაყოფის დაზიანების მაჩვენებელია.

დაწვრილებით...

კივი - კივის ნაყოფი საშუალო ზომისაა, დიამეტრით 5 სმ-მდე. მისი მასა 60-დან 120 გრ-მდე მერყეობს. შეფერილობა მის ხარისხზე და სიმწიფეზეა დამოკიდებული. მისი მწიფე ნაყოფი ყავისფერია. ღია მწვანე წვნიან რბილობს თეთრი ღერძი აქვს და მის გარშემო განლაგებულია წვრილი შავი ფერის წიპწები. გარე კანი თხელია და დაფარულია ღია ყავისფერი ბუსუსებით.

ისევე როგორც სუპტროპიკული ხილის უმეტესობა, კივიც უნდა ავარჩიოთ ნაყოფის სიმკვრივის მიხედვით. იგი უნდა იყოს ზომიერად რბილი. ძალიან მაგარი ან ძალიან რბილი ნაყოფი გადამწიფებულობის და არასათანადო დამწიფების მაჩვენებელია.
აირჩიეთ კივი სასიამოვნო, მაგრამ არამკვეთრი ხილისათვის დამახასიათებელი არომატით - ეს მისი კეთილხარისხოვნების მაჩვენებელია.

დაწვრილებით...

ჟოლო - ჟოლოს ორი სახეობა არსებობს: ტყის და ბაღის. ტყის ჟოლო გამოირჩევა საოცარი არომატით და სამკურნალო თვისებებით. ბაღის ჟოლო კი უფრო ტკბილი და გემრიელია, მაგრამ ნაკლებად სამკურნალოა. ჟოლო მალფუჭებად ნაყოფს მიეკუთვნება. მისი ამორჩევისას ყურადღება მიაქციეთ, რომ იგი იყოს მშრალი, ობისა და მავნებლების გარეშე.

ზოგადად ტყის მალინა უკეთესად ინახება, ვიდრე ბაღის. მისი შეფერილობა სხვადასხვაგვარია. სასურველია ნაყოფი იყოს თანაბრად შეფერილი და არ ჰქონდეს შავი და მწვანე ჩანართები. ყველაზე სასარგებლოა სეზონური და ადგილობრივი ჯიშის ნაყოფი. იმპორტირებულ ნაყოფს, სავარაუდოდ დიდი რაოდენობით კონსერვანტების შემცველობა უნდა ჰქონდეს, რაც უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.

დაწვრილებით...

გრეიფრუტი - შეიძინეთ მხოლოდ ხარისხიანი გრეიფრუტი, რომელსაც თხელი, გლუვი კანი აქვს და ნაოჭები არ აღენიშნება. ხელით შეხებისას, ნაყოფი უნდა იყოს მკვრივი და ეს სიმკვრივე თანაბარად უნდა იყოს განაწილებული მთელ ნაყოფზე. აქედან გამომდინარე, უნდა ამოვარჩიოთ წონადი ნაყოფი.

გრეიფრუტის სიმწიფის მაჩვენებელია, სუნი და შეფერილობა. თვლიან, რომ ნაყოფი მით უფრო ტკბილია, რაც უფრო მოწითალო შეფერილობა აქვს როგორც გარედან, ასევე რბილობშიც. ყვითელი და მწვანე გრეიფრუტის ჯიშები მომჟავო გემოსია. თეთრი ფერის კი ყველაზე მეტად მჟავე. ეს ციტრუსიც არ წარმოადგენს გამონაკლისს და მასაც ხშირად ამუშავებენ სხვადასხვა ქიმიკატით.

დაწვრილებით...

მოცხარი - მოცხარი სამ ძირითად სახეობად იყოფა: შავი, წითელი და თეთრი. თითოეული მათგანი მეტად სასარგებლო კვების პროდუქტია. უბრალოდ არის სასარგებლო ნივთიერებების საწყობი. შავ მოცხარში ყველაზე მეტი რაოდენობით არის ვიტამინ С წითელი შეიცავს კუმარინს (სისხლის შედედების უნარის დაქვეითების ბუნებრივი საშუალება) და ვიტამინ Р. თეთრ მოცხარს სამკურნალო თვისებები ნაკლებად აქვს, მაგრამ იგი გამოირჩევა სასიამოვნო გემოვნური თვისებებით.

ხარისხიანად ითვლება ნაყოფი, რომელიც არის კარგად დამწიფებული. ამის მიმანიშნებელია მუქი შეფერილობა (კარგი შავი და მუქი წითელი) ნაყოფი უნდა იყოს მშრალი, მკვრივი და სავსე.

დაწვრილებით...

ვაშლი - არა მხოლოდ ყველაზე პოპულარული და სიმბოლური ხილია მსოფლიოში, არამედ იგი დაჯილდოებულია მდიდარი ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით. თქვენ შეგიძლიათ ეს სასარგებლო პროდუქტი შეიძინოთ წელიწადის ნებისმიერ დროს, მაღაზიებში და ბაზრობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვაშლის სიმწიფის პერიოდია აგვისტო - ოქტომბრის თვეები.

ცხოვრებაში სისტემატიურად გვიწევს ამ პროდუქტის შეძენა, ამისათვის უნდა გავითვალისწონოთ შემდეგი: ნაყოფი უნდა იყოს გარეგნულად ჯანსაღი და მიმზიდველი, მას უნდა შევეხოთ ხელით, უსუნოთ და გაუსინჯოთ გემო, თუ ამის საშუალება გვაქვს. სეზონის მიხედვით ყოველთვის უპირატესობა მიანიჭეთ ვაშლის ადგილობრივ ჯიშებს.
ვაშლის უამრავი ჯიში არსებობს ტკბილი, მჟავე, მომჟავო მოტკბილო, რბილი, მაგარი და ა.შ. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით, ასევე შეფერილობითა და გემოვნური თვისებებით.

დაწვრილებით...

მსხალი - მსხლის ყიდვისას უნდა მივაქციოთ ყურადღება რომ იგი ბუნებრივად დამწიფებული და კარგი ხარისხის იყოს. თუ ნაყოფი მოკრეფის შემდეგ იქნა ხელოვნურად დამწიფებული, იგი კარგავს სასარგებლო ნივთიერებებს.

მწიფე კეთილხარისხოვანი მსხალი გამოირჩევა კარგი არომატით. შეხებით იგი არც ძალიან მაგარი და არც ძალიან რბილი უნდა იყოს. ზოგადად ეს ნიშანთვისება ჯიშისთვის დამახასიათებელია. მაგალითად, გულაბი, ალექსანდრეული, ეს ჯიშები სირბილით გამოირჩევა, ხოლო ხეჭეჭური მაგარი და წვნიანი ჯიშის მსხალია.

დაწვრილებით...

გარგარი - ძალზედ სასარგებლო და გემრიელი ხილია. გაითვალისწინეთ, რომ ბაზარში იგი ივლისის თვეში მცირე ხნით გამოჩნდება, ამიტომ არ დაგავიწყდეთ მისი დაგემოვნება.

ეს ოქროსფერი ნაყოფი აუცილებელია მხოლოდ მწიფე სახით მოვიხმაროთ. მწიფე გარგარს აქვს ერთგვაროვანი ნარინჯისფერი შეფერილობა. მას სასიამოვნო სუნი და არომატი უნდა ჰქონდეს.

დაწვრილებით...

ანანასი - ანანასის შეძენა მყიდველისთვის ლატარიაა. იმისათვის რომ ეს ასე არ მოხდეს, საჭიროა ვიცოდეთ გარეგნული ნიშნების მიხედვით მისი ხარისხის დადგენა. გაითვალისწინეთ, რომ უმწიფარ ანანასს აქვს მწკლატე გემო და ამასთანავე შეიძლება შეგვიქმნას კუჭ-ნაწლავის პრობლემები. აქედან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ ვიყიდოთ მწიფე ნაყოფი, რომელსაც კარგად გამოხატული სასიამოვნო არომატი აქვს.

ანანასის დაბოლოება, რომლითაც იგი მიმაგრებული იყო ხეზე, არის მაჩვენებელი იმისა, მისი დამწიფება ხეზე მოხდა, თუ გზაში ტრანსპორტირების დროს. თუ იგი მცირე ზომის და დანაოჭებულია, ე.ი. ნაყოფი ხეზეა დამწიფებული, ხოლო თუ უფრო ფართე, მაშინ ტრანსპორტირებისას ან შენახვის დროს. ანანასს, როგორც სუბტროპიკულ ხილს, აქვს თავისი დამწიფების პიკი. ამ პროცესის თანმდევია ნაყოფზე მუქი ფერის ლაქების გაჩენა.

დაწვრილებით...

ბალი - ბლის მრავალი სახეობა არსებობს. ისინი განსხვავდებიან ზომით, ფერით და გემოვნებით. რაც უფრო მუქია მისი სეფერილობა უფრო ტკბილია, თუმცა ძალიან მუქი ფერის ნაყოფი ცოტა მსუყეა. ყვითელი ფერის ბალი გემოთი უფრო ნაზი, ზომიერად ტკბილი და უფრო ნაკლებ ალერგიულია.

ბალი უნდა იყოს პრიალა, ყუნწიანი, მწიფე , მაგრამ არაგადამწიფებული. სასურველია დაგემოვნება, იგი არ უნდა იყოს წებოვანი და არ ჰქონდეს მომჟავო სუნი.

დაწვრილებით...

ატამი - საქართველოში, ხილის მეფედ წოდებული, ატმის, უამრავი ჯიში არსებობს. იგი სასარგებლო წვნიანი ძალზედ არომატული და სასიამოვნო სუნის ხილია. მისი შეფერილობა ხშირად სიმწიფის მაჩვენებელი არ არის - ამის განსაზღვრა შესაძლებელია ხელის შეხებით. თუ იგი რბილი, მომკვრივო და ხავერდოვანია, ეს კეთილხარისხოვნების მაჩვენებელია. ამასვე მიუთითებს ატმის ძლიერი და ტკბილი არომატი.

ატმის უამრავი ჯიშიდან აღსანიშნავია ორი მათგანი: სახრავი და სახლეჩი. ეს უკანასკნელი, გამძლეობის თვალსაზრისით ბევრად ჩამოუვარდება პირველს. თუმცა გემოვნებითა და არომატით გაცილებით უკეთესია.

დაწვრილებით...

კომში - კომში მეტად სასარგებლო და უცხო არომატის ხილია. იგი გვიან შემოდგომაზე მწიფდება. საკვებად გამოსაყენებელი მწიფე ნაყოფი უნდა იყოს ყვითელი შეფერილობის. მისი კანი თანაბარი, ლაქებისა და დეფექტების გარეშე უნდა იყოს. არჩევისას ყურადღება მივაქციოთ მის სიმკვრივესა და სუნს. ხარისხიანი ნაყოფი საკმაოდ მკვრივია (თუმცა არა ქვასავით).

მიუხედავად იმისა, რომ კომშს მკვივი ნაყოფი აქვს, იგი ძალზედ მგრძნობიარეა დაზიანებების მიმართ. მცირე დეფექტი, მის სწრაფ ლპობას იწვევს. კომშის ვარგისიანობისთვის მნიშვნელოვანია მისი სწორი ტრანსპორტირება. კომში მოიხმარება როგორც ნედლი, ასევე კულინარიული დამუშავების შემდეგაც. (კომპოტი, მურაბა, ჯემი და სხვადასხვა გარნირი).

დაწვრილებით...

ქლიავი - ქლიავის უამრავი სახეობა არსებობს. ყველა მათგანს მისთვის დამახასიათებელი ფერი და სიმწიფე აქვს, თუმცა თითოეული მათგანის ღირსებაა თანაბარი შეფერილობა. სიმწიფის მიხედვით შეფერილობა თანდათან მუქდება. კარგი ფერი არ არის კარგი ხარისხის გარანტია.

მას კანზე არ უნდა ჰქონდეს ლაქები და სხვადასხვა დაზიანებები, თუმცა ხელის დაჭერით კანი ოდნავ უნდა იზნიქებოდეს. ამავე დროს იგი ძალიან რბილიც არ უნდა იყოს. თუ ძალიან მაგარია ნაყოფი, ეს ნაკლები სიმწიფის მაჩვენებელია, ხოლო ძალიან სირბილე გადამწიფებულობის. სიმწიფის კარგი ტესტია მისი სუნი და ტკბილი არომატიც.

დაწვრილებით...

ეღვი - ახალი და მწიფე ლეღვი სასარგებლო ხილია. ნაყოფს აქვს მსხლის ან სფეროს მაგვარი ფორმა. თხელი კანი ღია ყვითლიდან იისფერ შეფერილობამდე მერყეობს. მოკლე ყუნწი, ნაზი და წვნიანი რბილობი, ღია ან მუქი ვარდისფერი, დიდი რაოდენობის წიპწებით. იგი ტკბილია, ზოგჯერ მსუყე ტკბილიც კი.

ლეღვი მალფუჭებადი პროდუქტია. მომხმარებლამდე მან ნორმალურ მდგომარეობაში რომ მიაღწიოს მას ხიდან წყვეტენ ნაკლებად მწიფე მდგომარეობაში. როდესაც ლეღვის ნაყოფი გადამწიფებულია, მასში დუღილის პროცესი მიმდინარეობს, ამას კი თან ახლავს მჟავე სუნი.

დაწვრილებით...

ხურმა - ხურმა სუბტროპიკული ხილის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელია, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. მას „ნარინჯისფერ მზეს“, „გულის ვაშლს“-საც ეძახიან. მისი ლათინური სახელწოდება diospyros kaki ნიშნავს ღმერთების საკვებს. ალბათ იმ გაგებით, რომ ადამიანის ორგანიზმისათვის მისი სარგებლობა მეტად დიდია. ყველაზე სასარგებლო ხილის რეიტინგში ლიდერობს ხურმა.

ზამთრის პერიოდში მასში არსებული სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობა მაქსიმუმს აღწევს. ნაყოფი ბაზარზე გვიან შემოდგომით გამოჩნდება ხოლმე. თუმცა მისი მოკრეფა პირველ ყინვებამდე გრძელდება. ხურმას აქვს განსაკუთრებული თვისება დაკრეფის შემდეგ დამწიფებისა (მკვახე ხილი უკეთესად იტანს ტრანსპორტირებას) ასეთი ხილი რომ დამწიფდეს, მას აწყობენ ბანანთან ერთად მუყაოს ყუთებში.ერთი დღე-ღამის შემდეგ ნაყოფი მისთვის დამახასიათებელ ნარინჯისფერს იღებს.

დაწვრილებით...

გვერდი 1, სულ 2