Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ხილი

მანგო - მანგო გახლავთ ერთ-ერთი სუბტროპიკული ხილის წარმომადგენელი. იგი გარეგნულად მოგვაგონებს ატამს, თუმცა მათ შორის არავითარი ნათესავური კავშირი არ არსებობს. (იგი ფისტაშკებისა და კეშიუს ახლო ნათესავია).

ნაყოფს სხვადასხვა შეფერილობა აქვთ: მწვანე, ყვითელი, წითელი და სხვა... ასევე განსხვავებულია მისი ფორმა და წონა. ყველაზე უფრო მეტად პოპულარულია ყვითელი და წითელი ფერის ნაყოფი, მაგრამ ყველა შემთხვევაში იგი მწიფე უნდა იყოს.

დაწვრილებით...

ბანანი - ბანანი მიეკუთვნება სუბტროპიკულ ხილს. იგი დღესდღეობით პოპულარობით უტოლდება ვაშლს. საქართველოში ბანანი იმპორტირებული ხილია. მისი მოკრეფა, შემოტანა ხდება დაუმწიფებელ მდგომარეობაში და დამწიფება ადგილობრივად. ამიტომ ბანანის შეძენისას საჭიროა განვსაზღვროთ მისი სიახლისა და სიმწიფის ხარისხი.

ეს პროცესი ხდება ვიზუალურად: სიმწიფეზე მიგვანიშნებს მისი კანის ფერი, უფრო სწორედ მისი შეფერილობა ყუნწის დაბოლოებასთან. თუ ამ ადგილას იგი მწვანეა, ბანანი არასაკმარისად მწიფეა, თუ მუქი ყავისფერია, გადამწიფებულია. შესაბამისად ყვითელი ფერი მაჩვენებელია ნორმალური სიმწიფის, ხოლო ნაცრისფერი მიგვანიშნებს მოყინულ ნაყოფზე.

დაწვრილებით...

ფორთოხალი - ამ ხილის სამშობლოდ ითვლება ჩინეთი და ინდოეთი. ევროპაში იგი მე-16 საუკუნეში შემოიტანეს. დღეისათვის იგი თითქმის ყველა კონტინენტზე ხარობს და იძლევა კარგ მოსავალს.
საუკეთესო ხარისხის ფორთოხალი რომ შევარჩიოთ, გავითვალისწინოთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები: შევხედოთ მას კანზე, მისი შეფერილობა უნდა იყოს თანაბარი და ნათელი (ეს სიმწიფის მიმანიშნებელია), ამასთანავე, გლუვი და მცირე ზომის წითელი ჩანართებით. ფორთოხლის ფოროვანი კანი დამახასიათებელია სქელკანიანი ფორთოხლის ჯიშებისათვის. ეს დადებითი მხარეა, იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი ხილი ადვილად იფცქვნება, მაგრამ უარყოფითია იმ გაგებით, რომ წონის დიდ ნაწილს შეადგენს მისი კანი.

დაწვრილებით...

მანდარინი - ისევე როგორც ყველა ციტრუსი, მანდარინის ნაყოფიც უნდა იყოს წონადი. იგი რაც უფრო მძიმეა, მით უფრო წვნიანი და გემრიელია. კანი უნდა იყოს მთლიანი, თანაბარი შეფერილობის, ყოველგვარი დეფექტებისა და დაზიანების გარეშე. არსებობს დამოკიდებულება მანდარინის ხარისხსა და მის ფორმას შორის.

მაგალითად, ხილი თუ არის ბრტყელი ფორმის, იგი მომჟავოა, მაგრამ კურკების გარეშე. დიდი ზომის სქელკანიანი მანდარინი კარგად იფრცქვნება, მაგრამ გემოთი იდეალური არ არის. ყველაზე ტკბილ მანდარინად ითვლება საშუალო ზომის კაშკაშა ნარინჯისფერი შეფერილობის მანდარინი. ამ სახეობას ეძახიან კლემენტინს. გარდა ამ ჯიშისა არსებობს კიდევ ნაირსახეობა - ტრანჟერინი. მას მომწვანო ფერის თხელი კანი აქვს. ასევე -მინეოლაც მანდარინის ჯიშია, რომელსაც მსხლისებრი ფორმა აქვს. ამათგან ყველაზე გემრიელია კლემენტინი , რომელიც უკეთესადაც ინახება.

დაწვრილებით...

ლიმონი - ციტრუსოვანთა ოჯახის წარმომადგენელია ძალზედ პოპულარული ხილი ლიმონი. მისი ყიდვა წლის ნებისმიერ დროს შეგვიძლია, თუმცა არ არის გამორიცხული შეგვხვდეს ე.წ. „ფუჭე“ ლიმონი, რომელშიც არავითარი გემოვნური და სასარგებლო თვისებები არ არის შენარჩუნებული. მთავარი მაჩვენებელი მისი სიმწიფისა არის კანის შეფერილობა, მისი სიპრიალე და სიგლუვე. თხელკანიანი ჯიშის ნაყოფი უმჯობესია, ვიდრე სქელკანიანი.

ლიმონის შეძენისას, ავირჩიოთ მკვრივი ნაყოფი. რბილ ლიმონში გაუარესებულია გემოვნური თვისებები და შესაძლებელია დაწყებული იყოს მისი ლპობის პროცესიც. ხშირად, ამ მცენარეს მომწარო გემო აქვს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს: უმწიფრობა, გადაცივება, ანტიბიოტიკებით დამუშავება. მოყინული ნაყოფი შეგვიძლია გავარჩიოთ ე. წ. „შრამების“ საშუალებით(მუქი ყავისფერი ლაქები) და აგრეთვე, რბილობში არსებული პატარა კრისტალებით.

დაწვრილებით...

მარწყვი - მარწყვის შეძენა რეკომენდირებულია მხოლოდ, მაისის მეორე ნახევარსა და ივნისის თვეში. სხვა დროს, იგი სავარაუდოდ მოყვანილია მავნე ქიმიკატების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ იგი მიმზიდველად გამოიყურება, მას არა აქვს ის სასარგებლო თვისებები, როგორიც სეზონურ ხილს.

ნატურალური მარწყვი მოყვანილი გრუნტში, ქიმიკატების გარეშე გამოირჩევა სხვადასხვა ზომის ნაყოფით(წვრილი, საშუალო და მსხვილი), მაშინ როდესაც სათბურში მოყვანილი ნაყოფი ყველა სტანდარტული ზომისაა.

ხარისხიან ნაყოფს, აქვს თანაბარი მუქი წითელი შეფერილობა, ლაქების გარეშე. ყუნწის მიდამობში მწვანე ფოთოლაკების არსებობა, სიახლის ნიშანია. ასევე კარგი ხარისხის მიმანიშნებელია, ნაყოფის სასიამოვნო არომატი. ხელით შეხებისას, ნაყოფი ზომიერად მკვრივი, წიპწები, ოდნავ გამოწეული უნდა იყოს. გემოთი მარწყვი მომჟავო- მოტკბო გემოსი და არავითარ შემთხვევაში მჟავე. დიდი ზომის ნაყოფი არ ნიშნავს რომ იგი ტკბილია, უფრო სწორედ კი - პირიქით, იგი შესაძლებელია შეიცავდეს წყლისა და სასუქის ჭარბ რაოდენობას და იყოს მომჟავო.

დაწვრილებით...

ყურძენი - მოიაზრება ღმერთების ხილად. ეს პროდუქტი ხასიათდება ღვთაებრივი სამკურნალო და გემოვნური თვისებებით. მისი მოხმარება რეკომენდირებულია, როგორც ცალკე პროდუქტი, რადგან ორგანიზმი შესანიშნავად ითვისებს მას და დიდი სარგებლობა მოაქვს მისთვის.ყურძნის ხარისხის დასადგენად მთავარია გავსინჯოთ მისი გემო.

ღია ფერის ყურძნის ჯიშების შემთხვევაში მარცვლებზე მუქი ფერის ლაქები მისი სიმწიფის პიკს მიანიშნებს, ხოლო მომჟავო სუნი, ობის სოკოს კოლონიები მისი გაფუჭების მანიშნებელია. ყურძნის სიახლის მაჩვენებელია, მტევნიდან დაცვენილი მარცვლების რაოდენობა.(მწიფე მტევნის შერხევისას, მისგან ბევრი მარცვალი არ უნდა ჩამოცვივდეს) ღია ფერის ცვილისებრი ნაფიფქი ნორმალური მოვლენაა. ის იცავს მას გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან და ინახავს ნაყოფს.

დაწვრილებით...

გოგრა - არსებობს გოგრის სამი სახეობა: მსხვილნაყოფიანი, კანმაგარი და მუსკატის ჯიშის. ჩრდილოეთის კლიმატურ პირობებში გავრცელებულია მსხვილნაყოფიანი და მაგარ კანიანი გოგრა. მუსკატის ჯიშის კი, სამხრეთის რაიონებში.
მუსკატის ჯიშის გოგრა ერთმანეთისგან განსხვავდება ნაყოფის ფორმით, შეფერილობით, რბილობის კონსისტენციით და გემოთი. ამ ჯიშის ზოგიერთი წარმომადგენლის წონა 10-20 კგ აღწევს, საშუალო კი 2-5კგ-ია.

ნაყოფს სხვადასხვაგვარი ფორმა აქვს: ცილინდრული, ოვალური, სფეროსებრი, ზოგჯერ განტელის ფორმის. მათი კანი თხელია, ადვილად იჭრება და სუფთავდება, ახასიათებთ შესანიშნავი გემოვნური თვისებები, რომლებსაც ისინი შენახვისას ინარჩუნებენ.

დაწვრილებით...

ნესვი - მოერიდეთ ნესვის შეძენას გზებზე და ტრასებზე, ვინაიდან ის როგორც გოგრისებრთა ოჯახის ყველა წარმომადგენელი, გარემოოდან ადვილად ითვისებს მავნე ნივთიერებებს. ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ ნაყოფის კანს. დაუშვებელია მასზე ლაქების და სხვა მექანიკური დაზიანებების არსებობა.

ნესვის არჩევისას მიაქციეთ ყურადღება ხმას, მწიფე ნაყოფი დაკაკუნებისას ყრუ ბგერებს გამოსცემს. იგი შედარებით მძიმეა, ყუნწი კი მშრალი და მსხვილი უნდა იყოს. ყუნწის მოპირდაპირე მხარეს კანი ოდნავ რბილი და დრეკადი აქვს.
ნესვის კანი თანაბრად შეფერილი უნდა იყოს, თუ მას კანზე მწვანე ლაქები აქვს, შესაძლებელია მას სიმწიფე აკლია. ყავისფერი და მონაცრისფრო ლაქები კი იმის მაჩვენებელია, რომ დაწყებული აქვს ლპობა.

თუ ხელის შეხებით ნესვს მაგარი კანი აქვს, ეს მიმანიშნებელია რომ მას აკლია სიმწიფე. ძალიან რბილი კანი, კი გადამწიფების მაჩვენებელია.
შეფერილობა და ნაყოფის ფორმა ნესვს სხვადასხვაგვარი აქვს. კანი შეიძლება ჰქონდეს გლუვი,  ბადისებური. ფორმა მრგვალი, ოვალური, მოგრძო (ეს არის დამოკიდებული არა ხარისხზე, არამედ მის ჯიშზე. 

დაწვრილებით...

საზამთრო - ამ მეტად სასარგებლო და გემრიელი ხილის ყიდვა ყოველწლიურად უფრო ძნელი ხდება, იმის გამო რომ ბაზარზე ნაკლებად გვხდება გემრიელი, მწიფე და მცირე რაოდენობით ნიტრატების შემცველი საზამთრო. ჩვენი რჩევების გათვალისწინებით მყიდველს საშუალება მიეცემა შეიძინოს ხარისხიანი პროდუქტი.

ხარისხიანი პროდუქტის შერჩევა იმ ადგილიდან იწყება, სადაც უნდა შევიძინოთ იგი. ყურადღება უნდა მივაქციოთ ჰიგიენურ პირობებს. ხელით შევეხოთ ნაყოფს, გავაჭრევინოთ იგი, დავათვალიეროთ და გაუსინჯოთ გემო.

მოერიდეთ ნაადრევად მოყვანილ საზამთროს შეძენას. სავარაუდოდ ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობის სასუქს (ნიტრატს), ნაყოფის ზრდის დასაჩქარებლად. უკეთესია თუ შევიძენთ უკვე გამოცდილ ადგილას. მოერიდეთ მის ყიდვას, ტრასებსა და გზებზე, ვინაიდან საზამთრო კარგად შეიწოვს გამონაბოლქვით დაბინძურებულ ჰაერს.

დაწვრილებით...

გვერდი 2, სულ 2