Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ალუბალი - ალუბლის შეძენისას გაითვალისწინეთ, რაც უფრო მუქია ნაყოფი, მით უფრო ტკბილი, გემრიელი და სასარგებლოა. მისთვის დამახასიათებელია მომჟავო-მოტკბო გემო და სასიამოვნო სუნი. ძალიან რბილი და წებოვანი ნაყოფი მიგვანიშნებს, რომ იგი სავარაუდოდ გადამწიფებულია ან დიდხანს ინახებოდა. გაამახვილეთ ყურადღება, რომ ალუბალი ყუნწიანი იყოს, ამ მდგომარეობაში უკეთ ინახება. ნედლი ყუნწი მაჩვენებელია, რომ ნაყოფი ახალი დაკრეფილია და პირიქით.

მაცივრის პირობებში ალუბალი (0◦c და 85% ტენიანობის) ერთ თვემდე ინახება, უმაცივროდ რამოდენიმე დღე. ალუბლის შენახვის მეტად საინტერესო მეთოდი არსებობს: კარგად გავრეცხოთ და გავაშროთ შუშის ქილა. მასში მოვათავსოთ სუფთა ალუბლის ფოთლები, შემდეგ ფრთხილად ჩავდოთ ნაყოფი ფენებად ფოთლებს შორის და სავსე ქილას პოლიეთილენის თავსახური დავახუროთ.

უფრო ხანგრძლივად ალუბლის შენახვა გაყინვითაა შესაძლებელი. მანამდე აუცილებლად გადაარჩიეთ, გარეცხეთ, გამოაცალეთ კურკები, მოათავსეთ საკვები პროდუქტების კონტეინერში და გაყინეთ. მიღებულია ალუბლის ჩირის დამზადებაც.
ძალზედ პოპულარულია ალუბლისაგან მურაბის, ჯემისა და კომპოტის სახით შენახვა.