Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ატამი - საქართველოში, ხილის მეფედ წოდებული, ატმის, უამრავი ჯიში არსებობს. იგი სასარგებლო წვნიანი ძალზედ არომატული და სასიამოვნო სუნის ხილია. მისი შეფერილობა ხშირად სიმწიფის მაჩვენებელი არ არის - ამის განსაზღვრა შესაძლებელია ხელის შეხებით. თუ იგი რბილი, მომკვრივო და ხავერდოვანია, ეს კეთილხარისხოვნების მაჩვენებელია. ამასვე მიუთითებს ატმის ძლიერი და ტკბილი არომატი.

ატმის უამრავი ჯიშიდან აღსანიშნავია ორი მათგანი: სახრავი და სახლეჩი. ეს უკანასკნელი, გამძლეობის თვალსაზრისით ბევრად ჩამოუვარდება პირველს. თუმცა გემოვნებითა და არომატით გაცილებით უკეთესია. იმისათვის რომ ამ ხილმა გაუძლოს ტრანსპორტირებას და ზოგადად მისი შენახვის ვადა გახანგრძლივდეს, ხშირად მიმართავენ ქიმიურ ნივთიერებებს. ატმის კურკა მაჩვენებელია მასში ქიმიკატების შემცველობის. თუ იგი გაყოფილი და გამომშრალია, ეს მიგვანიშნებს ნაყოფში ზომაზე მეტი ქიმიკატების არსებობაზე და პირიქით მთლიანი კურკა კეთილხარისხოვნების მაჩვენებელია. ყველა შემთხვევაში, ჭამის წინ აუცილებელია ნაყოფის კარგად გარეცხვა და ხშირად გათლაც.

ატამი მიეკუთვნება მალფუჭებად პროდუქტს (განსაკუთრებით მწიფე), ამიტომ მისი შეძენისას შეეცადეთ ეს ხილი ფრთხილად მოათავსოთ ცალკე კალათაში. ზუსტად ანალოგიური შეიძლება ითქვას მისი ახლო ნათესავის - ვაშლატამას შესახებ.

ჩვეულებრივ, ოთახის ტემპერატურაზე, მწიფე ატამი რამოდენიმე დღე ინახება, ხოლო მაცივარში, არაუმეტეს ერთი კვირისა. არარეკომენდირებულია მისი შენახვა პოლიეთილენის პაკეტში. ამ მიზნით გამოიყენეთ ქაღალდის პაკეტი.

უფრო ხანგრძლივად ატამი ინახება დაკონსერვებულ მდგომარეობაში: მურაბის, ჯემის, კომპოტისა და ჩირის სახით. კურკებგამოცლილი, დაჭრილი ნაყოფი შეგვიძლია მოვათავსოთ კონტეინერში და გავყინოთ.