Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ბალი - ბლის მრავალი სახეობა არსებობს. ისინი განსხვავდებიან ზომით, ფერით და გემოვნებით. რაც უფრო მუქია მისი სეფერილობა უფრო ტკბილია, თუმცა ძალიან მუქი ფერის ნაყოფი ცოტა მსუყეა. ყვითელი ფერის ბალი გემოთი უფრო ნაზი, ზომიერად ტკბილი და უფრო ნაკლებ ალერგიულია.

ბალი უნდა იყოს პრიალა, ყუნწიანი, მწიფე , მაგრამ არაგადამწიფებული. სასურველია დაგემოვნება, იგი არ უნდა იყოს წებოვანი და არ ჰქონდეს მომჟავო სუნი. ბალი არის თუ არა ჭიანი, ამისათვის, უნდა ავიღოთ ბლის ერთი ყველაზე მწიფე ნაყოფი და გავხსნათ, თუ მასში აღმოჩნდა იგი, მაშინ არ არის გამორიცხული რომ სხვა ნაყოფიც დასნებოვნებული იყოს, თუმცა ეს მიგვანიშნებს ნაყოფის ნატურალურობაზე.

ბალი მალფუჭებად ხილს მიეკუთვნება. მისი შენახვა დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში შეგვიძლია, ისიც მაცივრის პირობებში. შესაძლებელია ბლის შენახვა დაკონსერვებულ მდგომარეობაში, აგრეთვე ბლის ჩირის დამზადება და გაყინვაც. დაკონსერვებული ბალი, კურკებგამოცლილი უფრო დიდხანს ინახება, ვიდრე კურკიანი. დასაკონსერვებლად უპირატესობა ენიჭება ძალიან მუქი ფერის ან თეთრ ბალს.