Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ბანანი - ბანანი მიეკუთვნება სუბტროპიკულ ხილს. იგი დღესდღეობით პოპულარობით უტოლდება ვაშლს. საქართველოში ბანანი იმპორტირებული ხილია. მისი მოკრეფა, შემოტანა ხდება დაუმწიფებელ მდგომარეობაში და დამწიფება ადგილობრივად. ამიტომ ბანანის შეძენისას საჭიროა განვსაზღვროთ მისი სიახლისა და სიმწიფის ხარისხი.

ეს პროცესი ხდება ვიზუალურად: სიმწიფეზე მიგვანიშნებს მისი კანის ფერი, უფრო სწორედ მისი შეფერილობა ყუნწის დაბოლოებასთან. თუ ამ ადგილას იგი მწვანეა, ბანანი არასაკმარისად მწიფეა, თუ მუქი ყავისფერია, გადამწიფებულია. შესაბამისად ყვითელი ფერი მაჩვენებელია ნორმალური სიმწიფის, ხოლო ნაცრისფერი მიგვანიშნებს მოყინულ ნაყოფზე. ბანანის უამრავი ჯიში არსებობს, ზოგიერთი ჯიშის ბანანს ზემოთ თქმული არ ეხება, მწვანე და ყავისფერი შეფერილობა ზოგ შემთხვევაში ნორმალურ სიმწიფედ ითვლება. კანზე მუქი ყავისფერი წერტილები მისი მაქსიმალური სიმწიფის მაჩვენებელია. ამ ტიპის ხილი იმ დღესვე უნდა იქნეს მოხმარებული. ყავისფერი დიდი ლაქები კი მაჩვენებელია იმისა, რომ ნაყოფს დაწყებული აქვს ლპობა.

ხარისხიან, ნორმალურ ბანანს ზედაპირი წახნაგიანი არ უნდა ჰქონდეს, მისი ზედაპირი სწორია და გლუვი. ზომას განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს. ეს ჯიშზეა დამოკიდებული.

საყურადღებოა ბანანს არ ჰქონდეს ობი, ის მეტად საზიანო და საფრთხის შემცველია. თუ შეიძენთ მწვანე ნაყოფს, მისი დამწიფება უნდა მოხდეს მშრალ და თბილ ადგილას, ხოლო თუ დამწიფების პროცესი გინდათ გააგრძელოთ, მაშინ იგი მოათავსეთ გრილ ადგილას. ამ დროს ოპტიმალური ტენიანობა უნდა იყოს 85-90%.
ჩვეულებრივ მაცივარში ბანანი უმჯობესია არ შევინახოთ, ყოველშემთხვევაში ხანგრძლივად მაინც. თუ მაინც გადაწყვიტავთ მის შენახვას, იგი სხვა პროდუქტებისაგან განცალკევებით დადეთ და გაითვალისწინეთ რომ იგი ძალიან მალე მუქდება. აქვე აღსანიშნავია ისიც რომ სათითაოდ განცალკევებული ნაყოფი უკეთესად ინახება.