Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

გარგარი - ძალზედ სასარგებლო და გემრიელი ხილია. გაითვალისწინეთ, რომ ბაზარში იგი ივლისის თვეში მცირე ხნით გამოჩნდება, ამიტომ არ დაგავიწყდეთ მისი დაგემოვნება.

ეს ოქროსფერი ნაყოფი აუცილებელია მხოლოდ მწიფე სახით მოვიხმაროთ. მწიფე გარგარს აქვს ერთგვაროვანი ნარინჯისფერი შეფერილობა. მას სასიამოვნო სუნი და არომატი უნდა ჰქონდეს. ხელის შეხებით მაგარი ან ძალიან რბილი არ უნდა იყოს. მისი კანი თხელი, მაგრამ ელასტიურია, ხოლო ნაყოფი წვნიანი. სასურველია კანზე არ იყოს ლაქები და დეფექტები. თუ შეიძინეთ ისეთი ხილი, რომელიც კარგად არ არის დამწიფებული, მისი გამოყენება სასურველია თერმული დამუშავების შემდეგ. მაგ: კომპოტის, ღვეზელის და ა. შ. სახით. გარგარი იმ მცირერიცხოვან ხილს მიეკუთვნება, რომელთა კურკა საკვებად ვარგისია და უფრო მეტიც, მათ სამკურნალო დანიშნულება აქვთ. ისინი გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკური მიზნით. მათი გამოყენება შესაძლებელია მცირე დოზებითა და სიფრთხილით.

მწიფე გარგალი საკმაოდ მალე ფუჭებადი პროდუქტია. მისი დიდხანს შენახვა არ დაგეგმოთ. მაცივარში მწიფე გარგარი მაქსიმუმ ორი დღის განმავლობაში ინახება. გარგლისაგან მზადდება ძალზედ სასარგებლო ჩირი: კურაგა, კაისა და ურიუკი. იმის მიხედვით თუ როგორი ტექნოლოგიით დავამზადებთ.