Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

გოგრა - არსებობს გოგრის სამი სახეობა: მსხვილნაყოფიანი, კანმაგარი და მუსკატის ჯიშის. ჩრდილოეთის კლიმატურ პირობებში გავრცელებულია მსხვილნაყოფიანი და მაგარ კანიანი გოგრა. მუსკატის ჯიშის კი, სამხრეთის რაიონებში.
მუსკატის ჯიშის გოგრა ერთმანეთისგან განსხვავდება ნაყოფის ფორმით, შეფერილობით, რბილობის კონსისტენციით და გემოთი. ამ ჯიშის ზოგიერთი წარმომადგენლის წონა 10-20 კგ აღწევს, საშუალო კი 2-5კგ-ია.

ნაყოფს სხვადასხვაგვარი ფორმა აქვს: ცილინდრული, ოვალური, სფეროსებრი, ზოგჯერ განტელის ფორმის. მათი კანი თხელია, ადვილად იჭრება და სუფთავდება, ახასიათებთ შესანიშნავი გემოვნური თვისებები, რომლებსაც ისინი შენახვისას ინარჩუნებენ. ექიმები გვირჩევენ მცენარეულ კვების პროდუქტებს შორის უპირატესობა მივანიჭოთ გოგრას, მის შემცველობაში არსებული ომეგა - 3 ცხიმოვანი მჟავეების შემცველობის გამო. ამ მხრივ მას მეორე საპატიო ადგილი უჭირავს.

არსებობს გოგრის ზაფხულისა და ზამთრის ჯიშები. ზაფხულისას ნაზი რბილობი და კანი აქვს. ზამთრისას კი, მკვრივი რბილობი, სქელი მაგარი და უხეში კანი. ორივე შემთხვევაში ყიდვისას ამოირჩიეთ მშრალი ნაყოფი დაუზიანებელი კანით. მიაქციეთ ყურადღება მის შეფერილობასა და ფორმას. თავის მოცულობასთან შედარებით, შემოსული ნაყოფი მძიმე უნდა იყოს.

შეძენისას საკვებად გამოსაყენებელი გოგრა სასურველია იყოს საშუალო ზომის, ვინაიდან იგი უფრო ტკბილი და ნაკლებად ბოჭკოს შემცველია. გიგანტური ზომის ნაყოფი მოიხმარება ძირითადად საქონლის გამოსაკვებად. აგრეთვე დიდხანს არ ინახება. გოგრის კანს არ უნდა ჰქონდეს დეფექტები, (ლაქები) და შეჭყლეტილი ადგილები. არ უნდა ჰქონდეს ნაოჭები კანზე და შეხებით უნდა იყოს გლუვი და მაგარი. გოგრის კანზე არსებული ზოლები სწორი ფორმის უნდა იყოს.
ზიგზაგისებური ფორმის ზოლები მიუთითებს ნიტრატების ჭარბ რაოდენობაზე.

გაჭრილ გოგრას უნდა ჰქონდეს მკვრივი, ხორციანი რბილობი. ფერი კი რაც უფრო მუქია მით უკეთესია.
ერთ-ერთი მაჩვენებელი გოგრის სიმწიფისა არის მისი ყუნწი. იგი მაქსიმალურად ხმელი უნდა იყოს. აგრეთვე მას უნდა ჰქონდეს მაგარი კანი და მასზედ არსებული სურათი მკვეთრად გამოხატული.

შესანახად უკეთესია გვიან მოყვანილი გოგრის შეძენა, მაგრამ მივაქციოთ იმ გარემოებას ყურადღება რომ არ იყოს მოყინული.

ზოგადად გოგრა კარგად ინახება 6 თვის განმავლობაში. შევარჩიოთ მოსული ნაყოფი, ხმელი ყუნწით და ყოველგვარი დაზიანებების გარეშე. შენახვამდე გავაშროთ მზეზე დაახლოებით 10 დღის განმავლობაში, ფრთხილად ჩავაწყოთ ერთ წყებად, ისე რომ ერთმანეთს არ ეხებოდნენ, ყუნწით ზემოთ, გრილ, კარგად განიავებად ბნელ და მშრალ ადგილას. (არ უნდა ხვდებოდეს მზის პირდაპირი გამოსხივება). ამ მიზნისთვის გამოდგება სარდაფი, სადაც ტემპერატურა არ აღემატება 10◦c (იდალურია 3◦c) ტენიანობა კი - 60 -75%. მაცივარში გოგრის შენახვა სასურველი არ არის, განსაკუთრებით კი გაჭრილის. მისი შენახვა ამ სახით მხოლოდ ერთი კვირაა შესაძლებელი. ზაფხულში  გოგრა აუცილებლად უნდა შეინახოთ მაცივარში.

გოგრის თესლები არ გადავყაროთ. გოგრისებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, იგი გამოირჩევა იმით, რომ საკვებად ვარგისია და ძალზედ სასარგებლო. ამისათვის საჭიროა მათი გამოშრობა შემდეგნაირად:  გავრეცხოთ, შემდეგ მოვათავსოთ მზიან ადგილას რამდენიმე დღით ან საშრობში. აუცილებელია ტემპერატურის 40◦c და ტენიანობის 10% კონტროლი. აქედან შევარჩიოთ  თეთრი ფერის ულაქო თესლები.
გოგრა წარმოიშვა - ცენტრალური ამერიკის გამომშრალ ნიადაგებზე. ევროპაში გავრცელდა შუა საუკუნეებში. ძველად მას უწოდებდნენ ,,თურქული ჩალმა“-ს.  რუსეთში ცნობილი გახდა  მხოლოდ მე-19 საუკუნეში.

ზოგადად აშშ - ში გოგრას, როგორც ხილს, განსაკუთრებულად სცემენ პატივს.    მათგან განსაკუთრებით პატივსაცემი - ბატერნატის ჯიშია, რომელიც გამოვიდა 1960 წელს.
ყველაზე დიდი გოგრა კაცობრიობის ისტორიაში რომელიც  გინესის წიგნში შევიდა, იწონის  821,2 კგ-ს. რეკორდი ეკუთვნის ფერმერს  აშშ-დან. წარმატების გასაღები ამ მზარდი გიგანტის არის - მორწყვა, ნათელი მზე და, რა თქმა უნდა, სასუქები.

ხშირად გოგრას ვყიდულობთ არამარტო კულინარიული მიზნებისთვის, არამედ სამკურნალოდაც. განსაკუთრებით სასარგებლოა მისი წვენი და რბილობი.   მას აქვს აგრეთვე  სამკურნალო და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.   გოგრაში არის უნიკალური კომბინაცია:  ცილების , ფერმენტების, ვიტამინების.  ამის გამო ის ითვლება ადვილად ასათვისებელ და სწრაფად მოსანელებელ  პროდუქტად. ის გახლავთ საუკეთესო დიეტური საკვები.