Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

კომში - კომში მეტად სასარგებლო და უცხო არომატის ხილია. იგი გვიან შემოდგომაზე მწიფდება. საკვებად გამოსაყენებელი მწიფე ნაყოფი უნდა იყოს ყვითელი შეფერილობის. მისი კანი თანაბარი, ლაქებისა და დეფექტების გარეშე უნდა იყოს. არჩევისას ყურადღება მივაქციოთ მის სიმკვრივესა და სუნს. ხარისხიანი ნაყოფი საკმაოდ მკვრივია (თუმცა არა ქვასავით).

მიუხედავად იმისა, რომ კომშს მკვივი ნაყოფი აქვს, იგი ძალზედ მგრძნობიარეა დაზიანებების მიმართ. მცირე დეფექტი, მის სწრაფ ლპობას იწვევს. კომშის ვარგისიანობისთვის მნიშვნელოვანია მისი სწორი ტრანსპორტირება. კომში მოიხმარება როგორც ნედლი, ასევე კულინარიული დამუშავების შემდეგაც. (კომპოტი, მურაბა, ჯემი და სხვადასხვა გარნირი). აქვე დავამატებთ იმასაც, რომ მისი კურკა უმად მისაღებისათვის არარეკომენდირებულია, იგი შხამიანია. თუმცა მისი მოხარშვის შემდეგ უვნებელი ხდება.

კომშის შესანახად საუკეთესო საშუალებაა მაცივარი. მაცივრის პირობებში და ქაღალდის პაკეტში იგი იდეალურად ინახება ორი თვის განმავლობაში. მას არ უყვარს ტენი. შენახვამდე ნაყოფი კარგად გააშრეთ. იგი ნახერხში და სილაშიც კარგად ინახება გრილ სარდაფში.