Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ეღვი - ახალი და მწიფე ლეღვი სასარგებლო ხილია. ნაყოფს აქვს მსხლის ან სფეროს მაგვარი ფორმა. თხელი კანი ღია ყვითლიდან იისფერ შეფერილობამდე მერყეობს. მოკლე ყუნწი, ნაზი და წვნიანი რბილობი, ღია ან მუქი ვარდისფერი, დიდი რაოდენობის წიპწებით. იგი ტკბილია, ზოგჯერ მსუყე ტკბილიც კი.

ლეღვი მალფუჭებადი პროდუქტია. მომხმარებლამდე მან ნორმალურ მდგომარეობაში რომ მიაღწიოს მას ხიდან წყვეტენ ნაკლებად მწიფე მდგომარეობაში. როდესაც ლეღვის ნაყოფი გადამწიფებულია, მასში დუღილის პროცესი მიმდინარეობს, ამას კი თან ახლავს მჟავე სუნი.
ლეღვის შეძენისას მივაქციოთ ყურადღება ნაყოფის მთლიანობას. მას არ უნდა ჰქონდეს კანზე დაზიანებები და ობი. კანი უნდა იყოს გლუვი, ხოლო თვითონ ნაყოფი არ უნდა იყოს ძალიან რბილი. ყუნწის მოპირდაპირე მხარეს ე. წ. „ჭიპის არეში“ შესაძლებელია ჟონავდეს ნექტარი. ხოლო თვითონ “ჭიპი“ უნდა იყოს მშრალი.
ლეღვი აუცილებლად ინახება მაცივარში, ცალკე დახურულ კონტეინერში სხვა პროდუქტებისაგან მოშორებით.

უკეთესია თუ ლეღვის თვითოეულ ნაყოფს ქაღალდის ხელსახოცში შევფუთავთ და ისე მოვათავსებთ კონტეინერში. ასეთ პირობებში მისი ტრანსპორტირებაც რეკომენდირებულია. ლეღვი ვერ იტანს მზის პირდაპირ გამოსხივებას. ასეთ პირობებში ძალიან მალე იწყებს დუღილს. ამის გამო მას ღვინის კენკრა შეარქვეს.

მაცივრის პირობებში მწიფე ლეღვი სამ დღემდე ინახება. თუ მას სიმწიფე აკლია, დავდოთ გრილ და ბნელ ადგილზე. ძალიან პოპულარულია ლეღვის ჩირი. მის მოსამზადებლად შეარჩიეთ ნაყოფი დაახლოებით ხუთი სანტიმეტრის ზომის, ღია ყვითელი შეფერილობის კანითა და რბილობით. უფრო ხანგრძლივი შენახვისათვის გამოიყენება გაყინვაც. ასევე მისგან მზადდება გემრიელი მურაბა, ჯემი, პავიდლო, ჟელე და ტყლაპი.