Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ლიმონი - ციტრუსოვანთა ოჯახის წარმომადგენელია ძალზედ პოპულარული ხილი ლიმონი. მისი ყიდვა წლის ნებისმიერ დროს შეგვიძლია, თუმცა არ არის გამორიცხული შეგვხვდეს ე.წ. „ფუჭე“ ლიმონი, რომელშიც არავითარი გემოვნური და სასარგებლო თვისებები არ არის შენარჩუნებული. მთავარი მაჩვენებელი მისი სიმწიფისა არის კანის შეფერილობა, მისი სიპრიალე და სიგლუვე. თხელკანიანი ჯიშის ნაყოფი უმჯობესია, ვიდრე სქელკანიანი.

ლიმონის შეძენისას, ავირჩიოთ მკვრივი ნაყოფი. რბილ ლიმონში გაუარესებულია გემოვნური თვისებები და შესაძლებელია დაწყებული იყოს მისი ლპობის პროცესიც. ხშირად, ამ მცენარეს მომწარო გემო აქვს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს: უმწიფრობა, გადაცივება, ანტიბიოტიკებით დამუშავება. მოყინული ნაყოფი შეგვიძლია გავარჩიოთ ე. წ. „შრამების“ საშუალებით(მუქი ყავისფერი ლაქები) და აგრეთვე, რბილობში არსებული პატარა კრისტალებით. თუ ჩვენი შეძენილი ლიმონი ცოტა დამჭკნარია, შეგვიძლია მას აღვუდგინოთ სიახლე და წვნიანობა თუ მას გარკვეული დროით ცივ წყალში მოვათავსებთ.

სხვა ციტრუსებისაგან განსხვავებით, ლიმონი უკეთესად ინახება მაცივარში ან ცივ ნაგებობაში. შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა 6-7◦c-ია. ამაზე უფრო დაბალ ტემპერატურაზე, იგი მალე ფუჭდება.

ამ ხილს არ უყვარს არც გადამეტებული და არც დაბალი სინესტე. ოპტიმალურ პირობებში მისი შენახვის ხანგრძლივობა 7 თვეა. ლიმონი ერთი კვირის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე შეგვიძლია შევინახოთ.
შენახვის პირობები რომ გავაუმჯობესოთ, გამოვიყენოთ ქაღალდის პაკეტი, ქვიშა ან კანზე წაუსვათ მცენარეული ზეთი. ასევე, შეგვიძლია ცივ წყალში მოვათავსოთ იგი და პერიოდულად ვუცვალოთ წყალი. დაჭრილი ლიმონი შეგვიძლია შაქარშიც შევინახოთ, მაგრამ ვიცოდეთ რომ ამ დროს c ვიტამინის გარკვეული რაოდენობა იკარგება.

ლიმონი არამარტო საკვები ღირებულების მატარებელია, იგი შეგვიძლია საყოფაცხოვრებო დანიშნულებითაც გამოვიყენოთ. მისი წვენი, კარგად აცილებს ღვინის, ლუდის, მელნისა და ჟანგის ლაქებს. თუ მას აურევთ ძმარსა და მარილთან ერთად, შეგვიძლია, სხვადასხვა ლაქების მოშორება. ასევე შეგვიძლია ლიმონის წვენის გამოყენება, ჩაიდანში წყლის ნადების მოსაშორებლად. ასევე ლიმონი კანის მოვლის საუკეთესო საშუალებაა.

გაფუჭებულ ლიმონსაც აქვს გამოყენება. თუ მას მოვათავსებთ იმ ადგილზე, სადაც ჭიანჭველები არიან. ისინი სწრაფად დატოვებენ ამ ადგილს.