Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

მანგო - მანგო გახლავთ ერთ-ერთი სუბტროპიკული ხილის წარმომადგენელი. იგი გარეგნულად მოგვაგონებს ატამს, თუმცა მათ შორის არავითარი ნათესავური კავშირი არ არსებობს. (იგი ფისტაშკებისა და კეშიუს ახლო ნათესავია).

ნაყოფს სხვადასხვა შეფერილობა აქვთ: მწვანე, ყვითელი, წითელი და სხვა... ასევე განსხვავებულია მისი ფორმა და წონა. ყველაზე უფრო მეტად პოპულარულია ყვითელი და წითელი ფერის ნაყოფი, მაგრამ ყველა შემთხვევაში იგი მწიფე უნდა იყოს. მანგო, ისე როგორც ბანანი, ბუნებრივ პირობებში დამწიფებული არ იყიდება. იგი ან მკვახეა, ან ხელოვნურადაა დამწიფებული. მისი ფერი, სიმწიფის მაჩვენებელი არ არის. ამაზე მიუთითებს, ზედაპირული ფენის ზომიერი სიმკვრივე, პრიალა და გლუვი გარეკანი. ასევე აღსანიშნავია, ისიც, რომ მწიფე მანგოს გამოხატულად სასიამოვნო არომატი აქვს.

ხშირად გამოიყენებენ მანგოს, მწვანე უმწიფარ ნაყოფს, მკურნალობის მიზნით. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დაიცვათ ზომიერება, რამეთუ, ჭარბი რაოდენობით მიღებამ, შეიძლება კუწ-ნაწლავის პრობლემები შეგიქმნათ. ამ ნაყოფის კანისა და კურკის გამოყენება, კატეგორიულად მიუღებელია.
მწიფე მანგო კარგად ინახება 10◦c ტემპერატურაზე. ნაკლებად მწიფე კი 13◦c -ზე ერთი თვის განმავლობაში.