Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

მანდარინი - ისევე როგორც ყველა ციტრუსი, მანდარინის ნაყოფიც უნდა იყოს წონადი. იგი რაც უფრო მძიმეა, მით უფრო წვნიანი და გემრიელია. კანი უნდა იყოს მთლიანი, თანაბარი შეფერილობის, ყოველგვარი დეფექტებისა და დაზიანების გარეშე. არსებობს დამოკიდებულება მანდარინის ხარისხსა და მის ფორმას შორის.

მაგალითად, ხილი თუ არის ბრტყელი ფორმის, იგი მომჟავოა, მაგრამ კურკების გარეშე. დიდი ზომის სქელკანიანი მანდარინი კარგად იფრცქვნება, მაგრამ გემოთი იდეალური არ არის. ყველაზე ტკბილ მანდარინად ითვლება საშუალო ზომის კაშკაშა ნარინჯისფერი შეფერილობის მანდარინი. ამ სახეობას ეძახიან კლემენტინს. გარდა ამ ჯიშისა არსებობს კიდევ ნაირსახეობა - ტრანჟერინი. მას მომწვანო ფერის თხელი კანი აქვს. ასევე -მინეოლაც მანდარინის ჯიშია, რომელსაც მსხლისებრი ფორმა აქვს. ამათგან ყველაზე გემრიელია კლემენტინი , რომელიც უკეთესადაც ინახება. ფორთოხალთან შედარებით, მანდარინი უფრო ადვილად ფუჭებადია, ამიტომ იგი ფრთხილ მოპყრობას მოითხოვს. ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო მაცივრის პირობებში ორ კვირას ინახება. იდეალური ტემპერატურა მისი შენახვისათვის 5-8 გრადუსი ცელსიუსია, ხოლო ტენიანობა - 90-95%. მაქსიმალური შენახვის ვადაა, თვე ნახევარი, სიმწიფის გათვალისწინებით.
კლემენტინის ჯიშის მანდარინი არის ჰიბრიდი, რომელიც მიღებულია მანდარინის, ფორთოხლის და კარალიოკის შეჯვარებით, ფრანგი მღვდლის - კლემანომის მიერ 1902 წელს. ყველაზე გემრიელი ამ ჯიშის მანდარინი იზდება საფრანგეთში კუნძულ, კორსიკაზე.