Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

მარწყვი - მარწყვის შეძენა რეკომენდირებულია მხოლოდ, მაისის მეორე ნახევარსა და ივნისის თვეში. სხვა დროს, იგი სავარაუდოდ მოყვანილია მავნე ქიმიკატების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ იგი მიმზიდველად გამოიყურება, მას არა აქვს ის სასარგებლო თვისებები, როგორიც სეზონურ ხილს.

ნატურალური მარწყვი მოყვანილი გრუნტში, ქიმიკატების გარეშე გამოირჩევა სხვადასხვა ზომის ნაყოფით(წვრილი, საშუალო და მსხვილი), მაშინ როდესაც სათბურში მოყვანილი ნაყოფი ყველა სტანდარტული ზომისაა.

ხარისხიან ნაყოფს, აქვს თანაბარი მუქი წითელი შეფერილობა, ლაქების გარეშე. ყუნწის მიდამობში მწვანე ფოთოლაკების არსებობა, სიახლის ნიშანია. ასევე კარგი ხარისხის მიმანიშნებელია, ნაყოფის სასიამოვნო არომატი. ხელით შეხებისას, ნაყოფი ზომიერად მკვრივი, წიპწები, ოდნავ გამოწეული უნდა იყოს. გემოთი მარწყვი მომჟავო- მოტკბო გემოსი და არავითარ შემთხვევაში მჟავე. დიდი ზომის ნაყოფი არ ნიშნავს რომ იგი ტკბილია, უფრო სწორედ კი - პირიქით, იგი შესაძლებელია შეიცავდეს წყლისა და სასუქის ჭარბ რაოდენობას და იყოს მომჟავო. ნაყოფის ზომა ჯიშისათვის მახასიათებელი ნიშან-თვისებაა. მარწყვის ზოგ სახეობას მხოლოდ წვრილი და საშუალო ზომის ნაყოფი აქვს. სასურველია შეძენის დროს, მივაქციოთ ყურადღება, რომ ნაყოფი იყოს მშრალი და მისი სისველეც, იმის ნიშანია, რომ იგი დიდი ხნის დაკრეფილია.

ზოგადად ამ ნაყოფს უყვარს სიგრილე, სიმშრალე და ნაზი მოპყრობა. იგი ცუდად იტანს ტრანსპორტირებას, აუცილებლობის შემთხვევაში, მყარ ჭურჭელში უნდა მოვათავსოთ თავისუფლად და არამჭიდრო მდგომარეობაში. სახლში მიტანისას, აუცილებელია მაშინვე გაირეცხოს მარწყვი. მიუხედავად იმისა, რომ გაურეცხავი უკეთესად ინახება. მისი შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა 2◦c - ია. ნაყოფი მაცივარში მოვათავსოთ ცალკე კონტეინერში, თავღია. მისი შენახვის მაქსიმალური ვადა 2-3 დღეა. გარეცხილი და გამშრალი ნაყოფი , კარგად ინახება დაახლოებით 10 თვემდე.
მარწყვის მირთმევა მშიერ კუჭზე არ არის რეკომენდირებული. სპეციალისტები გვირჩევენ მის მიღებას ჭამის შემდეგ ან სხვადასხვა გარკვეულ პროდუქტთან ერთად. რძის და განსაკუთრებით, მჟავე რძის პროდუქტებთან ერთად.(მაგ: არაჟანი, იოგურტი, მაწონი, ხაჭო)