Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ჟოლო - ჟოლოს ორი სახეობა არსებობს: ტყის და ბაღის. ტყის ჟოლო გამოირჩევა საოცარი არომატით და სამკურნალო თვისებებით. ბაღის ჟოლო კი უფრო ტკბილი და გემრიელია, მაგრამ ნაკლებად სამკურნალოა. ჟოლო მალფუჭებად ნაყოფს მიეკუთვნება. მისი ამორჩევისას ყურადღება მიაქციეთ, რომ იგი იყოს მშრალი, ობისა და მავნებლების გარეშე.

ზოგადად ტყის მალინა უკეთესად ინახება, ვიდრე ბაღის. მისი შეფერილობა სხვადასხვაგვარია. სასურველია ნაყოფი იყოს თანაბრად შეფერილი და არ ჰქონდეს შავი და მწვანე ჩანართები. ყველაზე სასარგებლოა სეზონური და ადგილობრივი ჯიშის ნაყოფი. იმპორტირებულ ნაყოფს, სავარაუდოდ დიდი რაოდენობით კონსერვანტების შემცველობა უნდა ჰქონდეს, რაც უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. მალინა ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, როგორც სიცხის დამწევი, ოფლმდენი, ანტიტოქსიური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება. იგი ასევე გვეხმარება დავძლიოთ დაღლილობა და ცუდი განწყობილება.

ჟოლო ნაზი პროდუქტია. იგი ცუდად იტანს ტრანსპორტირებასა და შენახვას. თუ მან ტრანსპორტირებისას წვენი გამოყო, შემდეგში მისი შენახვა არ არის რეკომენდირებული. ზოგადად იგი მაცივრის პირობებში სულ რამოდენიმე დღე ინახება. ჟოლოს გარეცხვა შესაძლებელია მხოლოდ გამოყენების წინ, ვინაიდან გარეცხილი პროდუქტი უცბად ფუჭდება.

ჟოლოს მთავარი ღირსებაა ისიც, რომ თერმული დამუშავებისას იგი არ კარგავს სამკურნალო თვისებებს. ამით აიხსნება ჟოლოს მურაბის პოპულარობა. იგივე შეიძლება ითქვას გაყინულსა და გამომშრალ ნაყოფზე. გაყინვა უკეთესია ვაკუმპაკეტში.