Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ფორთოხალი - ამ ხილის სამშობლოდ ითვლება ჩინეთი და ინდოეთი. ევროპაში იგი მე-16 საუკუნეში შემოიტანეს. დღეისათვის იგი თითქმის ყველა კონტინენტზე ხარობს და იძლევა კარგ მოსავალს.
საუკეთესო ხარისხის ფორთოხალი რომ შევარჩიოთ, გავითვალისწინოთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები: შევხედოთ მას კანზე, მისი შეფერილობა უნდა იყოს თანაბარი და ნათელი (ეს სიმწიფის მიმანიშნებელია), ამასთანავე, გლუვი და მცირე ზომის წითელი ჩანართებით. ფორთოხლის ფოროვანი კანი დამახასიათებელია სქელკანიანი ფორთოხლის ჯიშებისათვის. ეს დადებითი მხარეა, იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი ხილი ადვილად იფცქვნება, მაგრამ უარყოფითია იმ გაგებით, რომ წონის დიდ ნაწილს შეადგენს მისი კანი. ეს ციტრუსი ხელით შეხებისას არ უნდა იყოს რბილი, ფაშარი და დეფორმირებული.ნაყოფი უნდა იყოს სურნელოვანი და წონადი, რაც იმის მაჩვენებელია, რომ იგი წვნიანი და მწიფე იქნება. თუ ნახავთ რომ ფორთოხალს კარგად გამოხატული „ჭიპი“ აქვს, ასეთი ხილი ტკბილი და მწიფეა. გაჭრის შემდეგ კი აღმოაჩენთ, რომ შიგნით კიდევ პატარა ნაყოფია. მოერიდეთ გიგანტური ზომის ფორთოხლის შეძენას. როგორც წესი, ასეთი ხილი არ გამოირჩევა კარგი გემოვნური თვისებებით.

თუ გეგმავთ ფორთოხლის კანი გამოიყენოთ სამედიცინო ან კულინარიული თვალსაზრისით, გამოყენებამდე იგი გულდასმით გარეცხეთ.

სახლის პირობებში მაცივარში მოთავსებული ფორთოხალი რამოდენიმე კვირას ინახება. ასევე შეიძლება იგი სარდაფშიც შევინახოთ, მხოლოდ გავითვალსისწინოთ, რომ მას მშრალი ადგილი უყვარს. მისი შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა მერყეობს 3-8 ◦c ფარგლებში, ხოლო ტენიანობა 90-95%-ია. თუ დავიცავთ ასეთ პირობებს, ნაყოფი ორ თვეს გაძლებს.