Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ქლიავი - ქლიავის უამრავი სახეობა არსებობს. ყველა მათგანს მისთვის დამახასიათებელი ფერი და სიმწიფე აქვს, თუმცა თითოეული მათგანის ღირსებაა თანაბარი შეფერილობა. სიმწიფის მიხედვით შეფერილობა თანდათან მუქდება. კარგი ფერი არ არის კარგი ხარისხის გარანტია.

მას კანზე არ უნდა ჰქონდეს ლაქები და სხვადასხვა დაზიანებები, თუმცა ხელის დაჭერით კანი ოდნავ უნდა იზნიქებოდეს. ამავე დროს იგი ძალიან რბილიც არ უნდა იყოს. თუ ძალიან მაგარია ნაყოფი, ეს ნაკლები სიმწიფის მაჩვენებელია, ხოლო ძალიან სირბილე გადამწიფებულობის. სიმწიფის კარგი ტესტია მისი სუნი და ტკბილი არომატიც. ქლიავი ისევე როგორც ხილის უმეტესობა, მაცივრის პირობებში დაახლოებით ხუთ დღემდე ინახება. შენახვის პროცესში გამოიყოფა ქიმიური ნივთიერება ეთილენი (გაზი), რამაც შეიძლება მის გვერდით არსებული სხვა პროდუქტის გაფუჭება გამოიწვიოს. ამის გათვალისწინებით, ქლიავი მაცივარში შენახვამდე მოათავსეთ კონტეინერში.

მისი შენახვა გაყინული სახითაც შეიძლება. მანამდე კარგად გარეცხეთ, დაახარისხეთ, მოაცილეთ კურკები დაჭერით ნახევრებად ან მეოთხედებად და შემდეგ გაყინეთ. ქლიავის უამრავ ჯიშს შორის ყველაზე პოპულარული და სასარგებლოა შავი ქლიავი. მისი შენახვა რეკომენდირებულია ჩირის სახით. ამ მდგომარეობაში იგი სრულად ინარჩუნებს თავის სასარგებლო თვისებებს. ქართულ ჯიშებს შორის ყველაზე მაღალი შაქრიანობით გამოირჩევა ჭანჭური. მისგან დამზადებული ჯემი შაქრის დამატების გარეშეც გამოყენებადია.