Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ყურძენი - მოიაზრება ღმერთების ხილად. ეს პროდუქტი ხასიათდება ღვთაებრივი სამკურნალო და გემოვნური თვისებებით. მისი მოხმარება რეკომენდირებულია, როგორც ცალკე პროდუქტი, რადგან ორგანიზმი შესანიშნავად ითვისებს მას და დიდი სარგებლობა მოაქვს მისთვის.ყურძნის ხარისხის დასადგენად მთავარია გავსინჯოთ მისი გემო.

ღია ფერის ყურძნის ჯიშების შემთხვევაში მარცვლებზე მუქი ფერის ლაქები მისი სიმწიფის პიკს მიანიშნებს, ხოლო მომჟავო სუნი, ობის სოკოს კოლონიები მისი გაფუჭების მანიშნებელია. ყურძნის სიახლის მაჩვენებელია, მტევნიდან დაცვენილი მარცვლების რაოდენობა.(მწიფე მტევნის შერხევისას, მისგან ბევრი მარცვალი არ უნდა ჩამოცვივდეს) ღია ფერის ცვილისებრი ნაფიფქი ნორმალური მოვლენაა. ის იცავს მას გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან და ინახავს ნაყოფს.

ყურძენი შეიძლება იყოს დაზიანებული დაავადებისგან ან მავნებლისგან, ამის გამო, ხშირად ხდება მისი შეწამვლა პესტიციდებითა და ქიმიკატებით. შემდეგ მწიფე ნაყოფს კონსერვანტებითაც ამუშავებენ.(ეს ეხება იმპორტირებულ ყურძენს, ან საექსპორტოდ განკუთვნილ პროდუქტს)ამის გამო, სასარგებლოა ვიქონით ჩვევა, იმისა, რომ ყოველი ჭამის წინ გულდასმით გავრეცხოთ ნაყოფი. ყურძენი ზოგადად არატრანსპორტაბელური ხილია, ვინაიდან იგი ნაზია და ადვილად ზიანდება.

ყურძნის შესანახად განსაკუთრებული პირობებია საჭირო. მისი სესანახი ადგილი, კარგად უნდა ნიავდებოდეს და ტენიანობა უნდა იყოს 80-90%. ამაზე ნაკლები ტენიანობის პირობებში იგი უბრალოდ ჭკნება, ხოლო უფრო მაღალ ტენიანობის პირობებში ადვილად ლპება. მისი შესანახი ოპტიმალური ტემპერატურა, -0,5 გრადუსი ცელსიუსიდან +0,5 გრადუს ცელსიუსამდეა. ოდნავ მაღალ ტემპერატურაზეც ინახება იგი სარდაფის პირობებში. თუ ყუთებში ან კონტეინერებში მოვათავსებთ მას ზემოდან უნდა დავაყაროთ ნახერხი. ასევე შეიძლება მისი შენახვა ქაღალდის პაკეტში და პირსახოცშემოხვეულ მდგომარეობაში, ოღონდ მტევნები არ უნდა იყოს მჭიდროდ ერთმანეთთან.

ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო მაცივარში უმჯობესია ყურძენი ქაღალდის პაკეტით შევინახოთ. თუ გარემოში ყინვა არ არის, შეგვიძლია ყურძენი მოვათავსოთ აივანზე, ქაღალდგადაფარებულ მდგომარეობაში. ყურძნის მუქი ფერის ჯიშები, უკეთესად ინახება, ვიდრე მისი ღია ფერის წარმომადგენლები. საერთოდ, შესანახად უნდა აირჩეს ხარისხიანი და დაუზიანებელი მტევნები. რაც არ უნდა ვეცადოთ ყურძენს 3 კვირაზე მეტ ხანს სახლის პირობებში ვერ შევინახავთ. არსებობს სპეციალური საცავები, სადაც დაცულია შენახვის იდეალური პირობები. ეს სათავსო, აღჭურვილია სპეციალური აირის გარემოთი და აქ ყურძნის შენახვა ნახევარი წელია შესაძლებელი.

ყურძენი სტრატეგიული დანიშნულების ხილია. მისგან მზადდება ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები. მისგან მიღებულ წვენსა და ქიშმიშს მეტად სასარგებლო თვისებები ახასიათებს. ყურძნის მარცვლების შენახვა გაყინულ მდგომარეობაშიც შესა
ძლებელია.