Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

მოცხარი - მოცხარი სამ ძირითად სახეობად იყოფა: შავი, წითელი და თეთრი. თითოეული მათგანი მეტად სასარგებლო კვების პროდუქტია. უბრალოდ არის სასარგებლო ნივთიერებების საწყობი. შავ მოცხარში ყველაზე მეტი რაოდენობით არის ვიტამინ С წითელი შეიცავს კუმარინს (სისხლის შედედების უნარის დაქვეითების ბუნებრივი საშუალება) და ვიტამინ Р. თეთრ მოცხარს სამკურნალო თვისებები ნაკლებად აქვს, მაგრამ იგი გამოირჩევა სასიამოვნო გემოვნური თვისებებით.

ხარისხიანად ითვლება ნაყოფი, რომელიც არის კარგად დამწიფებული. ამის მიმანიშნებელია მუქი შეფერილობა (კარგი შავი და მუქი წითელი) ნაყოფი უნდა იყოს მშრალი, მკვრივი და სავსე. მოცხარი შეიძლება იყიდებოდეს ტოტებით და მარცვლებად. ტოტებზე მოთავსებული ნაყოფი უკეთესად და უფრო დიდხანს ინახება. მას უყვარს სიმშრალე. ოთახის ტემპერატურაზე იგი 5 დღე-ღამის განმავლობაში ინახება.

თუ მოკრეფილია სისველის პირობებში, მაშინ მხოლოდ 2 დღე.
მაცივარში შეგვიძლია მისი შენახვის ხანგრძლივობა ორ კვირამდე გავზარდოთ. მოცხარი მოვათავსოთ შუშის ქილაში და ისე შევდგათ მაცივრის კამერაში. არ დაგვავიწყდეს დრო და დრო თავსახურის მოხდა და განიავება. გაყინული ნაყოფი ექვსი თვე ინახება. გაყინვამდე ტოტებს მოვაშოროთ ნაყოფი, გავრეცხოთ, კარგად გავაშროთ, მოვათავსოთ ბრტყელ ზედაპირზე, გავყინოთ და შემდეგ გადავიტანოთ კონტეინერში.

შავი და წითელი მოცხარის ნაყოფი შეგვიძლია გამოვაშროთ 50◦c ორი-ოთხი საათის განმავლობაში. მისი შენახვის ვადა ამ მდგომარეობაში ნახევარი წელია. მოცხარის შენახვა შესაძლებელია თერმული დამუშავების გარეშე შაქართან ერთად. (შეფარდებით 1/2) ამ პირობებში იგი სრულად ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას. თერმული დამუშავებისას, ვიტამინების მნიშვნელოვანი რაოდენობა იკარგება.ზოგადად წითელი მოცხარი უკეთესად ინახება, ვიდრე შავი.