Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

გრეიფრუტი - შეიძინეთ მხოლოდ ხარისხიანი გრეიფრუტი, რომელსაც თხელი, გლუვი კანი აქვს და ნაოჭები არ აღენიშნება. ხელით შეხებისას, ნაყოფი უნდა იყოს მკვრივი და ეს სიმკვრივე თანაბარად უნდა იყოს განაწილებული მთელ ნაყოფზე. აქედან გამომდინარე, უნდა ამოვარჩიოთ წონადი ნაყოფი.

გრეიფრუტის სიმწიფის მაჩვენებელია, სუნი და შეფერილობა. თვლიან, რომ ნაყოფი მით უფრო ტკბილია, რაც უფრო მოწითალო შეფერილობა აქვს როგორც გარედან, ასევე რბილობშიც. ყვითელი და მწვანე გრეიფრუტის ჯიშები მომჟავო გემოსია. თეთრი ფერის კი ყველაზე მეტად მჟავე. ეს ციტრუსიც არ წარმოადგენს გამონაკლისს და მასაც ხშირად ამუშავებენ სხვადასხვა ქიმიკატით. პროფილაქტიკის მიზნით, მოხმარებამდე, ყოველთვის კარგად გავრეცხოთ იგი. არ დაგავიწყდეთ, რომ მისი გაფცქვნის შემდეგ, მოვაშოროთ კანქვეშა გარსი. საკვებად გამოსაყენებელია მხოლოდ რბილობი, ყოველგვარი გარსის გარეშე. თუმცა, თუ რბილობს გარსიანად შეჭამთ, იგი სასარგებლოა, მაგრამ მას მწარე გემო დაჰკრავს.
თუ გრეიფრუტის გამოყენებას ერთი კვირის განმავლობაში აპირებთ, მის შესანახად განსაკუთრებული პირობები საჭირო არ არის. იგი ოთახის ტემპერატურაზეც კარგად გასძლებს, ხოლო თუ ხანგრძლივად აპირებთ მის შენახვას, მოათავსეთ იგი მაცივარში, პაპიროსის ქაღალდში შეფუთული. ამ მდგომარეობაში იგი ორი-სამი თვე ინახება.

გრეიფრუტის სამშობლო ინდოეთია. ევროპაში ეს ციტრუსი მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში შემოვიდა.

მისი სახელწოდება ორი ინგლისური სიტყვის შემცველია: ყურძენი და ხილი. ეს ალბათ, იმის გამო რომ, ხეზე გრეიფრუტი ყურძნის მტევნების მსგავსად იზრდება. ამ ციტრუსის გამოყენება ნივთიერებათა ცვლას ასტიმულირებს. იგი გამოიყენება მრავალი დიეტის დროს, აჩქარებს საჭმლის მონელებას, შეიცავს ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ნივთიერებას, ნარინგინს.