Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ხორცი

ხორცის ნაწარმი - თუ ხორცი ითვლება ძვირადღირებულ კვების პროდუქტად, მაშინ მის ნაწარმს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ დელიკატესი. თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ამ ნაწარმში მართლაც ხორცია და არა მისი უამრავი შემცვლელი (სოიო, უჯრედისი, სახამებელი, ცხიმის ემულსია და ა.შ.) აქედან გამომდინარე, პროდუქტის ნატურალურობის შეფასებაა ძირითადი მოთხოვნა, ამგვარი ნაწარმის შეძენისას.
ხორცის ნაწარმი, იმის მიხედვით თუ რა ტექნოლოგიის გამოყენებით იქნა მიღებული, შეიძლება დაიყოს შემდეგ ჯგუფებად: მოხარშული, შებოლილი, უმად შებოლილი, შებრაწული, დამარილებული, მოხარშულ-შებოლილი, შებრაწულ-შებოლილი.

მათ შორის ყველაზე პოპულარულია - ძეხვეული (სოსისი, სარდელი და სხვადასხვა შებოლილი ნაწარმი)
ძეხვეულის შერჩევისას, კარგად დავრწმუნდეთ, რომ ბატონი არ იყოს ზედმეტად სველი, გარსი მთლიანი, არც გამსკდარი და არც დანაოჭებული. სუნი ბუნებრივი, სასიამოვნო და არა მჟავე. ამ პროდუქტების შეძენამდე კრგად გაეცანით მის ეტიკეტს, რომელზეც განთავსებულია მისი გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა.

დაწვრილებით...

სუბპროდუქტები - ეს პროდუქტები არცთუ მეორეხარისხოვან საკვებს წარმოადგენს. ისინი ფართოდ გამოიყენება კულინიარიაში, რამეთუ თავისი საკვები და საგემოვნო თვისებებით ხორცს არ ჩამოუვარდებიან, ზოგიერთი პარამეტრებით კი უკეთესიც არიან. სუბპროდუქტები მრავალფეროვანია. მათ რიცხვში შედის საქონლის შინაგანი ორგანოები: ხაში, ტვინი, ძვლები, ენა, ცური, ნაწლავები და ასე შემდეგ. შეძენისას გავითვალისწინოთ, რომ ეს პროდუქტი იყოს ან გაცივებული ან ახალი, რადგანაც ამ ტიპის გაყინულ პროდუქტს დაქვეითებული აქვს სასარგებლო და საგემოვნო თვისებები.

დაწვრილებით...

ქათმის ხორცი - სტერეოტიპი სახლის (სოფლის) ქათმის შესახებ ნელ-ნელა ქრება. კერძო ფერმერებიც კი, რომლებიც ქათამს სარეალიზაციოდ ზრდიან, ზუსტად იმ მეთოდებით და ტექნოლოგიით სარგებლობენ, როგორც მსხვილი მეწარმეები, ამიტომ მათი ქათამი არაფრით განსხვავდება, იმ ქათმისგან, რომელსაც მაღაზიაში ვხვდებით.

პრაქტიკულად შეუძლებელია ისეთი ფრინველის ხორცის შეძენა, რომელიც ნატურალური საკვებითა და წამლის გარეშეა გაზრდილი. თუ მეწარმეები დაიცავენ ნორმებს, მაშინ ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანო არაფერი მოხდება. მეწარმემ არ უნდა გადააჭარბოს ანტიბიოტიკისა და ზრდის სტიმულატორის დასაშვებ კონცენტრაციას იმ საკვებში, რომელსაც გამოიყენებს ფრინველის გამოსაკვებად.

საყურადღებოა, ისიც, რომ, დაკვლამდე გარკვეული პერიოდით ადრე, ამოღებული იყოს, ფრინველის საკვებიდან ყველანაირი დანამატი. სერიოზული მწარმოებლები, რომლებიც თავის რეპუტაციას უფრთხილდებიან, კარგად აკონტროლებენ საკუთარი პროდუქციის ხარისხს.

დაწვრილებით...

ინდაურის ხორცი - ინდაური ამერიკული წარმოშობის ფრინველია. აცტეკებს მოშინაურებული მხოლოდ იგი ჰყავდათ. აქედან წარმოდგება მისი სახელწოდება.

ინდაურის ხორცს ბევრი ღირსება გააჩნია: იგი მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით. ადვილად ასათვისებელია, არ შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს, არ იწვევს ალერგიულ მოვლენებს და გამოიყენება ჩვილ ბავშვთა კვებაში. ისევე როგორც ბოცვერის ხორცი, ინდაურის ხორციც დიეტურ პროდუქტს მიეკუთვნება. იგი კარგად ბალანსირებული ცხოველური წარმოშობისაა.

დაწვრილებით...

ღორის ხორცი - იმისათვის რომ ღორის ხორცმა გაამართლოს თავისი მაღალი ხარისხი, შეეცადეთ აარჩიოთ, არც მუქი და არც ძალიან ღია ფერის ხორცი. მისი მუქი შეფერილობა მიგვანიშნებს ცხოველის ასაკზე, ასეთი ტიპის ხორცს კი გემო არა აქვს და ძალზედ უხეშია. ზედმეტად ღია ფერის პროდუქტი, მასში ჰორმონალური პრეპარატების არსებობის მაჩვენებელია. ამ ტიპის პრეპარატებს გამოიყენებენ ცხოველების გამოსაკვებად, რომელიც ძალზედ ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

აირჩიეთ ზომიერად ღია ფერის მოვარდისფრო, მკვრივი კონსისტენციის ხორცი. ახალგაზრდა ცხოველის ცხიმი თეთრი ფერისაა და რბილია. ყველაზე უფრო ნაზი და გემრიელი ხორცი გოჭს აქვს. საყურადღებოა შევამოწმოთ ღორის ხორცის კანი, თუ ამის საშუალება გვაქვს. იგი უნდა იყოს თანაბარი, თეთრი, ყოველგვარი ლაქების გარეშე. რაც შეეხება ძვლებს, იგი მაგარი და თეთრია, ხოლო გოჭის ძვლები მოვარდისფრო შეფერილობისაა.

დაწვრილებით...

ცხვრის ხორცი - კეთილხარისხოვანი ცხვრის ხორცი მკვრივი და ელასტიურია. მისი ცხიმი თეთრია. თუ მას მოყვითალო ფერი დაჰკრავს, ხოლო სტრუქტურა ფაშარია, უნდა მივხვდეთ, რომ ასეთი ხორცი, ბებერი ცხვრის არის. ყიდვისას არ დაგავიწყდეთ, რომ ხელით დაჭერისას, ხორცმა სწრაფად უნდა მიიღოს საწყისი მდგომარეობა.

სუნი განსაზღვრავს მის სიახლეს. მას უნდა ჰქონდეს სასიამოვნო და არა გახრწნისა და სიდამპლის სუნი. საერთოდ, ნებისმიერი ხორცის შერჩევისას, უნდა გავითვალისწინოთ ცხოველის ასაკი: რაც უფრო ახალგაზრდაა იგი, ხორცი უფრო ნაზია, ხოლო ხანდაზმულის კი, უფრო მკვრივი. სამ თვემდე ასაკის ბატკნის ხორცი ძალიან ნაზია, ხოლო ძუძუს ბატკნის (რვა კვირამდე) კიდევ უფრო ნაზი.

დაწვრილებით...