Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

სუბპროდუქტები - ეს პროდუქტები არცთუ მეორეხარისხოვან საკვებს წარმოადგენს. ისინი ფართოდ გამოიყენება კულინიარიაში, რამეთუ თავისი საკვები და საგემოვნო თვისებებით ხორცს არ ჩამოუვარდებიან, ზოგიერთი პარამეტრებით კი უკეთესიც არიან. სუბპროდუქტები მრავალფეროვანია. მათ რიცხვში შედის საქონლის შინაგანი ორგანოები: ხაში, ტვინი, ძვლები, ენა, ცური, ნაწლავები და ასე შემდეგ. შეძენისას გავითვალისწინოთ, რომ ეს პროდუქტი იყოს ან გაცივებული ან ახალი, რადგანაც ამ ტიპის გაყინულ პროდუქტს დაქვეითებული აქვს სასარგებლო და საგემოვნო თვისებები. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სუბპროდუქტებისადმი არის მისი სიახლე. ამის მაჩვენებელი კი არის კონსისტენცია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს რბილი და მოშვებული. ისინი უნდა იყოს სუფთა, ყოველგვარი არასასიამოვნო სუნისა და გაფუჭების ნიშნების გარეშე. ამ პროდუქტის გაფუჭებას იწვევს მიკროორგანიზმები, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ მათი შერჩევისას. ამ ტიპის პროდუქტზე დიდ გავლენას ახდენს საქონლის ასაკი, მისი კვება (შესაძლებელია იყოს ანტიბიოტიკებისა და ბიოსტიმულატორების ნარჩენები) და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ყველაზე ფასეულია, ხბოს, შინაური ცხოველისა და ფრინველის პროდუქტი, ვინაიდან გარეული ფრინველისა და ცხოველის შინაგანი ორგანოები შეიცავენ შხამიან ნივთიერებებს. სუბპროდუქტების შენახვის ვადა ძალზედ მცირეა, ვინაიდან იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ტენს და მიკრობებს. მაცივრის გარეშე, იგი ნახევარ დღეს ძლებს, ხოლო უმაცივროდ კი ორი-სამი დღე. ხანგრძლივი შენახვის მიზნით, მათ ყინავენ ან ამარილებენ., ხოლო გალღვობა უნდა მოხდეს, როგორც ხორცის შემთხვევაში, არაუმეტეს 16 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე. ტვინი შეგვიძლია გავალღვოთ ცივ წყალში.