Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)

Quality Lab

A+ R A-

ქათმის ხორცი - სტერეოტიპი სახლის (სოფლის) ქათმის შესახებ ნელ-ნელა ქრება. კერძო ფერმერებიც კი, რომლებიც ქათამს სარეალიზაციოდ ზრდიან, ზუსტად იმ მეთოდებით და ტექნოლოგიით სარგებლობენ, როგორც მსხვილი მეწარმეები, ამიტომ მათი ქათამი არაფრით განსხვავდება, იმ ქათმისგან, რომელსაც მაღაზიაში ვხვდებით.

პრაქტიკულად შეუძლებელია ისეთი ფრინველის ხორცის შეძენა, რომელიც ნატურალური საკვებითა და წამლის გარეშეა გაზრდილი. თუ მეწარმეები დაიცავენ ნორმებს, მაშინ ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანო არაფერი მოხდება. მეწარმემ არ უნდა გადააჭარბოს ანტიბიოტიკისა და ზრდის სტიმულატორის დასაშვებ კონცენტრაციას იმ საკვებში, რომელსაც გამოიყენებს ფრინველის გამოსაკვებად.

საყურადღებოა, ისიც, რომ, დაკვლამდე გარკვეული პერიოდით ადრე, ამოღებული იყოს, ფრინველის საკვებიდან ყველანაირი დანამატი. სერიოზული მწარმოებლები, რომლებიც თავის რეპუტაციას უფრთხილდებიან, კარგად აკონტროლებენ საკუთარი პროდუქციის ხარისხს.

მომხმარებელს მეტი საშუალება ეძლევა უკეთ შეაფასოს გაუყინავი ფრინველის ხორცის ხარისხი, ვიდრე გაყინული პროდუქტისა. მის სიახლეზე მეტყველებს მშრალი და მკვრივი ზედაპირი, პრიალა ნიკსარტი. თუ გავჭრით მას, გაჭრის ადგილზე ფრინველის ხორცი ოდნავ სველი უნდა იყოს. თვალები არ უნდა ჰქონდეს ჩაცვენილი. შეფერილობა კი, ღია ვარდისფერი. არასოდეს შეიძინოთ, ფრინველის ხორცი, რომელსაც მუქი კანი, ხოლო ზედაპირი ლორწოვანი აქვს. ასევე მისი სუნი არ უნდა იყოს არასასიამოვნო. ხორცზე არსებული ობიც მიგვანიშნებს მის არაკეთილ ხარისხოვნებაზე. აუცილებლად შევამოწმოთ მისი ჩიჩახვი. ამ ადგილას, ხშირად ყველაზე კარგად გამოვლინდება, მომწვანო ლაქები, რაც სიძველის მაჩვენებელია.

არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ფრინველის ასაკის დადგენა: ცხიმის რაოდენობა, მკერდის ძვლის სიმაგრე, კანი. ახალგაზრდა ქათამს აქვს თხელი, ნაზი, კრემისფერი კანი. ასაკოვან ქათამს, უხეში და ყვითელი. ასევე ახალგაზრდისთვის დამახასიათებელია ღია ყვითელი ფერის ცხიმი, რბილი კონსისტენციით, მკერდის ძვალი კი, ელასტიურია, იგი ადვილად იღუნება.

საყურადღებოა, ქათმის ფეხები. ასაკოვან ქათამს ფეხებზე უფრო მსხვილი ქერცლები და წანაზარდები აქვს. თუ ფრინველს ბიბილოც აქვს, იგი უნდა ოყოს, ღია წითელი. უკეთესი გემოვნებით, წიწილის ხორცი გამოირჩევა. ყველაზე სასარგებლო ნაწილად ქათმის ხორცში ითვლება მკერდის ნაწილი. იქ ცხიმი მინიმალური რაოდენობითაა, სამაგიეროდ ცილის მაქსიმუმია. ყველაზე ნაკლებ უსაფრთხოდ ითვლება, მისი ბარკალი, სადაც შესაძლებელია დაგროვდეს ის მავნე ნივთიერებები, რომელიც ქათმის გამოზრდის დროს გამოიყენეს. თუ ქათამი ბუნებრივ საკვებზეა გაზრდილი, მაშინ ასეთი საშიშროება არ არსებობს. ყველაზე სასარგებლოა თუ ქათმის ხორცს მოხარშული სახით მოვიხმართ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ხარშვის დროს აუცილებელია ქაფის მოცილება, მოხდა. ბულიონს უნდა ჰქონდეს სასიამოვნო სუნი და გამჭირვალე იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უხარისხო ხორცისგანაა იგი მომზადებული. შესაწვავად, უკეთესია ბროილერის ჯიშის წიწილა გამოვიყენოთ. თუ კარგად არ ვიცით, რომ ფრინველის ხორცი ნატურალურია, გირჩევთ არ გამოიყენოთ, მისი კანი და ღვიძლი. მისი სხეულის ამ ნაწილებში ხშირად მავნე ქიმიკატები გროვდება. ფრინველის ხორციდან უფრო გემრიელი არის დედალი, ვიდრე მამალი.

მამალს დედლისაგან ფეხზე არსებული დეზები განასხვავებს. ჩვენი რჩევაა, მოვიხმაროთ ადგილობრივი წარმოების ფრინველის ხორცი, ვიდრე იმპორტირებული. ისე როგორც ყველა ხორცი, ფრინველისაც მალფუჭებადია, ამიტომ იგი აუცილებლად მაცივარში უნდა იყოს მოთავსებული, მაგრამ ჰაერთან რაც შეიძლება ნაკლები შეხება ჰქონდეს. ასეთი, გაციებული ქათმის ხორცი, ხუთი დღე ძლებს. გაყინული ქათამი მინუს 18 გრადუს ცელსიუსზე მაქსიმუმ ერთი წელი ინახება, თუმცა მისი ცალკეული გაყინული ნაწილების მაქსიმალური შენახვის ვადა 9 თვეა. მისი შიგნეულობა (კუჭი, ღვიძლი და გული) 4 თვე ძლებს. გაყინული ფრინველის ხორცის გადნობა უკეთესია მოხდეს მაცივრის კამერაში, ვიდრე ცივ წყალში. ამ პირობებში იგი უკეთესად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.